ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 13 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.

მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა – ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს – მ.მ.-ს დაავალა. ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა”,– აცხადებს უწყება.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

გენერალი, რომელიც “მარიუპოლის ჯალათის” სახელითაა ცნობილი, რუსეთმა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“...

ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმებს ვაშინგტონი არასდროს აღიარებს! – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ე.წ....

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მანქანების 10-კილომეტრიანი რიგია – BBC

BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია. გამოცემა...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას თხოვს გალკინთან ერთად უცხო ქვეყნის აგენტების სიაში ისიც შეიყვანონ

ცნობილი რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს თხოვნით, ქმართან, მაქსიმ გალკინთან სოლიდარობის ნიშნად მასაც მიანიჭონ “უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი. მინისტრისადმი მიმართვა მომღერალმა თავის...