ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩაფრინდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო.

ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ტრადიციული ცერემონია. საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დღეს ქალაქ ლვოვში მასპინძლობს.

ხვალიდან, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან”,– წერია გავრცელებულ განცხადებაში.

New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით...

“საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური...

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რის მერეც სიცოცხლის მოსპობა გველოდება – უცხოელი ადვოკატი

სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას...

უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ...

დააკავეს თსუ-ს ბუღალტერი, რომელმაც უნივერსიტეტის ანგარიშიდან ახლობელს 165 000 გადაურიცხა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და "მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი" სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით...

NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. ...

მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – მდინარაძე დეგნანს მიმართავს

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები,...

მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ....

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია....