ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალი მსოფლიოში–რიანა მილიარდერი გახდა, თუმცა არა სიმღერის წყალობით

ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მომღერალს შემოსავლების  დიდი ნაწილი მუსიკალური კარიერით არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მომღერლობა დაეხმარა მას მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში.

ფორბსის ექსპერტების თქმით, 33 წლის რიანას ქონების უდიდესი ნაწილი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიის  Fenty Beauty–ს კაპიტალიზაციის შედეგია, რომლის 50%–იანი პაკეტი 1.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დაახლოებით 270 მილიონი დოლარი ღირს რიანასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფირმის, Savage x Fenty–ს 30%. და მხოლოდ დარჩენილი თანხა, ანუ დაახლოებით 30 მილიონი მოდის მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულ შემოსავლებზე.

რიანაზე მდიდარი შოუ ბიზნესის სამყაროში ერთადერთი ქალია – ამერიკელი ტელეწამყვანი ოფრა უინფრი, რომლის ქონება ფორბსის მიერ 2.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

რიანამ კომპანია Savage x Fenty  2017 წელს დააფუძნა. დასახელებაში საკუთარი გვარი გამოიყენა: მომღერლის სრული სახელი და გვარია რობინ რიანა–ფენთი.

ფირმის შექმნისას ის ტარანსნაციონალური კორპორაცია LVMH–ის პარტნიორი გახდა. ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი მაღალი კლასის ბრენდები, როგორებიც არის: Christian Dior, Louis Vuitton, შამპანური Moët & Chandon, კონიაკი Hennessy და სხვები.

რიანამ განაცხადა, რომ ახალი ფირმა ცდილობს პროდუქტი ყველა ტიპის ქალისთვის შექმნას და ტონალური კრემის  40–მდე ტონი შესთავაზა მომხმარებელს. იმ დროისთვის ასეთი მიდგომა უპრეცედენტო იყო. შედეგად, პირველივე წელს ამ ხაზმა მას 550 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა, კონკურენტმა კომპანიებმა კი საკუთარი კოსმეტიკის ფერთა ასორტიმენტის გაფართოება დაიწყეს.

“ბევრი ქალი ვერ ახერხებდა მათი კანის შესაბამისი კოსმეტიკის ყიდვას. იყო მხოლოდ ტონები ღია ფერის კანისთვის, საშუალო ტონი, კრემისფერი და მუქი ფერის კანისთვის. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ რეალობა ბევრად განსხვავებულია. ეს კომპანია ერთ–ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის უნდოდა მუშაობა“ – ამბობს კონსალტინგური კომპანია Bluestock Advisors–ის წარმომადგენელი, შენონ კოინი გარდიანთან საუბრისას.

უნდა ითქვას ისიც, რომ რიანას ყველა ბიზნეს წამოწყება წარმატებული არ ყოფილა. წელს ის დათანხმდა დაეხურა მისი ტანსაცმლის ბრენდის, Fenty–ს წარმოება, რომელმაც ორი წელიც ვერ იარსება.

ფორბსის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რიანას კომპანიები უფრო წარმატებულად მუშაობს, ვიდრე შოუბიზნესიდან მისი კოლეგების მიერ შექმნილი კომპანიები, მათ შორის Kylie Cosmetics, რომელიც ამერიკელმა მოდელმა კაილი ჯენერმა შექმნა, KKW Beauty, რომელიც ტელეშოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა დააფუძნა, ასევე ჯესიკა ალბას მიერ შექმნილი Jessica Alba’s Honest Company.

ქონებით რიანას ჩამორჩება მომღერალი მადონა. ფორბსი მის ქონებას 550 მილიონ დოლარად აფასებს. სელინ დიონის ქონება 455 მილიონად არის შეფასებული, ბიონსესი კი 420 მილიონად.

რიანა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია. მისი ალბომები სხვადასხვა ფორმით 250 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, თუმცა მომღერლის უკანასკნელი სოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა.

“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება" - ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატი,...

ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე...

2021 წელს ჩინეთში რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა

ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის...

წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა 20 წლამდე ახალგარდა...

როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! – ლევან იოსელიანი

"როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!"-  ამის შესახებ, პარტია "მოქალაქეების"...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში...

იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადებივაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ...

მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა – ხაბეიშვილი დევნილების...

"მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა"- ამის შესხებ, ენმ-ის...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...