ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში და ამოათრიოს ქვეყანა ჭაობიდან – სააკაშვილი

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ქვეყანა ჭაობიდან , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ეს არის ცნობილი უკრაინული კურორტი – მირგოროდი, უკრაინის ცენტრში და ეს არის დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი და ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო უკრაინის და საქართველოს მეგობრობის. ალბათ, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის რაღაც სიმბოლო მეც ვარ, მაგრამ დავით გურამიშვილი იყო ადამიანი, ვინც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო გადაიხვეწა უცხოეთში, აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის არმიაში, სახელოვნად იომა და დაჭრილი, უკვე გაუბედურებული პრაქტიკულად სასიკვდილოდ ჩამოვიდა აქ და ახალი ცხოვრება დაიწყო. აქაურმა წყალმა, ბუნებამ მისცა საშუალება, რომ პრაქტიკულად ახალი ძალით აღვსილიყო, შექმნა ოჯახი, გაუჩნდათ შვილები და რამდენიმე ათეული წელი – 50 წელი იცხოვრა უკრაინის ამ ლამაზ ქალაქში და დატოვა ძალიან დიდი კვალი. ასე აღმოჩნდა დავითიანი და მისი მემკვიდრეობა საქართველოში. რომ არა ეს ფაქტი, საქართველო შეიძლება დარჩენილიყო გურამიშვილის პოეზიის გარეშე. რამდენი დავკარგეთ ალბათ ასე. ეს არის ჩემთვის იმის მაგალითი, რომ საქართველოს არა ჰყავს დასაკარგი შვილები!..

ყველა ნიჭიერი ქართველი უნდა დაირაზმოს, ჩავიდეს საქართველოში, დაუდგეს გვერდზე საქართველოს და ამოათრიოს ჭაობიდან ქვეყანა, გაამარჯვებინოს ჩვენს ქვეყანას და აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ. ეს ჩვენ აუცილებლად გამოგვივა! ჩვენი გამარჯვება არის სულ ახლოს! “,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

კორონავირუსით 24 წლის ქალი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

კორონავირუსით, 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ინფიცირებული მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა...

ცესკოს შეკრებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის სანოტარო კანტორად იქცა – უდუმაშვილი

ცესკო ივანიშვილის სანოტარო კანტორად იქცა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს იმ ციფრებს, რაც ივანიშვილს სურს,-ასე შეაფასა...

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს

მთავრობა რესტორნებისთვის სესხისა და ლიზინგის პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ,  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა....

შსს-მ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 1055 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია – ...

"მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია"-...

მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია – ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს საგარეო...

მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, -...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო