ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელსაც კასპში ორი პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს თუ როგორი იყო გიორგი მენაბდიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა. პროკურატურის განმარტებითვე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, მძევლად ხელში ჩაიგდო ორი პირი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. გიორგი მენაბდიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

„საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას.

სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გახარიამ თქვა, ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა, თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ–ალერგოლო ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ახალი პრემიერის პირობებში ის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე აღარ ყოფილა. მისი...

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო შსს-მ 2 პირი დააკავა

შსს–მ გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების გამო 2 ადამიანი - 1994 წელს დაბადებული...

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ გორში ენმ-ს ოფისი თავად ენმ-მ დაარბია

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ არ გამორიცხავს, რომ გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე...

უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ – ხაზარაძე “ოცნებას”

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ოცნებას მოუწოდებს, საჯაროდ აღიარონ, რომ უმქანისები არიან. "ოცნება როდემდე უნდა...

ჯაღმაიძე ხალხს რაზმავს, მკვდარი თუ მნახეთ, მიხვდებით, ვისგანაც მოდის – გამზარდია

ტელეკომპანია კავკასიის წამყვანი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მის წინააღმდეგ...

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ – გიგა ბოკერია ნამახვანჰესზე

„ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა“ - ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა...

რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინის შემოტანა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

კოვაქს პლატფორმამ "ფორმულას" განუმარტა, რატომ გადავადდა საქართველოში ვაქცინის შემოტანის საკითხი და რაზეა ეს დამოკიდებული. კოვაქსი...

პაატა იმნაძე შეცდომად მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით არ დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეცდომად თვლის, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ჩინური...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო