შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? როდის შემოიჭერთ ქამრებს? – ელისაშვილი ღარიბაშვილს

“მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის შემოიჭერს მთავრობა ქამარს.

მისი თქმით, ოცნებობს ქვეყანაზე, სადაც პრემიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება.

“ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 550 ათასი ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს.

მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას? როდის შემოიჭერს ქამრებს? როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯს? ამ შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით? აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე. მე, მაგალითად, ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იცხოვრებს რიგითი მოქალაქეებივით”,– ჰკითხა ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 22:09 საათზე, ონთან მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე...

იუსტიციის სახლებში სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო აღარ იქნება

იუსტიციის სახლებში სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას იუსტიციის სახლი...

გეგმების აღკვეთა იოლია პენიტენციურში, ვიდრე კერძო კლინიკაში – სარჯველაძე სააკაშვილზე

''გეგმების აღკვეთა იოლია პენიტენციურში, ვიდრე კერძო კლინიკაში'' - ამბობს ოცნების დეპუტატი  მიხეილ სარჯველაძე პალიტრანიუსის...

ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა...

რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს – გვარამია

''რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს ''- ასე ეხმაურება, "მთავარი არხის" გენერალური...

“ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში” – სააკაშვილის ვიდეო მცხეთიდან

"ახლა სვეტიცხოველთან და ჯვართან ვარ, შევდივარ თბილისში" - სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ...

მაიკლ ჯორდანის ბოტასები აუქციონზე 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანის ბოტასები აუქციონზე 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჯორდანი Nike Air Ships...

“კატასტროფა ახლოვდება“–გაეროს ინფორმაციით ავღანეთს ამ ზამთარს ტოტალური შიმშილი ემუქრება

თუ სასწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, ამ ზამთარს მილიონობით ავღანელს შიმშილობა მოუწევს – გვაფრთხილებს...

პარიზში აუქციონზე 66 მლნ. წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი იყიდება

პარიზში აუქციონზე გაიყიდება დინოზავრ–ტრიჯერატოპსის ყველაზე დიდი ჩონჩხი, რომელიც კი ადამიანს ოდესმე აღმოუჩენია. ვარაუდობენ, რომ მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. დინოზავრი “დიდი ჯონი“...

აშშ–ში ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა

ამერიკელი ქირურგები ამტკიცებენ, რომ პირველად შეძლეს წარმატებით გადაენერგათ ღორის თირკმალი ადამიანისთვის. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ეს დონორთა ორგანოების უკმარისობის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებათ. ტრანსპლანტაცია აშკარად ექსპერიმენტული ხასიათი...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...