შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე სამომავლო გზა საქართველოსთვისხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო დასაარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევებისფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არაურთიერთ დაპირისპირების წამახალისებელი დაშეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომქართული ოცნებისხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთიგზა გადის სწორედ ამ  შეთანხმების შესრულებაზე.  შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწრო პარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არშემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარეპ ოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველიწარმატებაგიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად  გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან დაგამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური დაეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს საქართველოს სწრაფ,  დემოკრატიულგანვითარებას” – შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პირების განცხადება

ხელმომწერები:

არმაზ ახვლედიანი

თეონა აქუბარდია

დავით ბაქრაძე

გიორგი ვაშაძე

პაატა მანჯგალაძე

ანა ნაცვლიშვილი

სალომე სამადაშვილი

ხათუნა სამნიძე

დავით უსუფაშვილი

შალვა შავგულიძე

მამუკა ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. "12 მაისს...

ელისაშვილი: მელიას არანაირი შანსი არ ექნება, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი

"არანაირი შანსი არ ექნება დარწმუნებული ვარ და ვერც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იქნება, ისეთი პირი...

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ცხელ ხაზზე დარეკვითაც იქნება შესაძლებელი

ვაქცინაციაზე დარეგისტრირება მოქალაქეებს ცხელი ხაზზე, 15 22–ზე დარეკვით შეეძლებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან...

ელისაშვილი ენმ-ზე: რევოლუცია უნდოდათ, არ გამოუვიდათ და არიან თავჩაქინდრულები

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა კონსულტაციებს გამართავს ნაციონალური მოძრაობა. ელისაშვილის...

ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე: ვეცდებით, რომ 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ ეცდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება...

მელია: ოცნებაში დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! მოემზადეთ ოპოზიციისთვის

"ქართულ ოცნებაში მართლა დაიჯერეთ, რომ სულ იქნებით ხელისუფლებაში?! რად გინდათ ჩაბღაუჭება იმაზე, რასაც ხავსიც აღარ აქვს მოჭიდებული, დასრულებულია...

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...