შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია- რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

„პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა.

კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრამვა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ძალიანაც კარგი თუ პატრიარქი არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

"თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი" -ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე...

საქართველოს მოწვევა უნდა გავუგზავნოთ NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებისთვის – გენერალი ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ნატო-მ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს...

მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული – ტიკარაძე

"მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ვერ ვიქნებით ადამიანების ქცევაზე დამოკიდებული" -  ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე...

უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე – ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

"უნდა შევზღუდოთ მეგობრებთან სტუმრობა მინიმუმ ერთი თვე " - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის...

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას საველე ჰოსპიტლების გახსნის მოთხოვნით მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას დიდი კლინიკების მიმდებარედ საველე ჰოსპიტლების გახსნის მოთხოვნით მიმართავს. მათი განცხადებით,...

მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას – ფადი ასლის წერილი ევროკავშირისა და აშშს...

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი, სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების მიმართ ღია...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. "13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის...

ეკატერინე ტიკარაძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას არ აპირებს. "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრი მისი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო