შაჰინი, ჯონსონი და რიში – სენატორებმა, სენატს საქართველოზე რეზოლუცია გაუგზავნეს

ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი  და რონ ჯონსონი  – სენატორებმა საქართველოზე რეზოლუცია გაუგზავნეს. “ამერიკის ხმის”  ინფორმაციით,  სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს.

რეზოლუციის სპონსორები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონია. მასთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში უწევენ.

რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს. ის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესასრულებლად, სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ მუშაობა დაყოვნების გარეშე განაახლოს.

„ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, შემოწმებისა და ბალანსის სისტემას და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებად დემოკრატიის შექმნას დაეხმარება“, განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.

რეზოლუციის ტექსტის შემუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სენატორმა შაჰინმაც.

“მეამაყება შევუერთდე სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ [სრულმა სენატორმა] მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირის დასაწყისში ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე მუშაობა ახლა იწყება. რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, და ასახავს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს დემოკრატიის წარმატებისთვის“, განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მან ასევე დასძინა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და კოვიდ-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ მის მთავრობას და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში“.

რეზოლუციის ტექსტის სრული სენატისთვის გაგზავნის შემდეგ განცხადება სენატორმა ჯიმ რიშმაც გააკეთა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი მისი უფროსი რესპუბლიკელი წევრია. მისი თქმით, „პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება, რომელის საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დაიდო, კიდეც ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება.

მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო აღდგეს“.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების ინიციატივით ერთი თვის წინ სენატორი რონ ჯონსონი გამოვიდა. მან ეს იდეა სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზე გააჟღერა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩვენებებს ისმენდნენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე. მოსმენის დამთავრებისთანავე, “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარებში სენატორებამ შაჰინმა და რიშმა რეზოლუციის მხარდაჭრაზე მზაობა გამოთქვეს.

წყარო : ამერიკის ხმა

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის...

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს არცერთ თანამდებობაზე არასდროს – ალეკო ელისაშვილი

ნაციონალური მოძრაობის არცერთი კანდიდატი არ უნდა იყოს თბილისის მერი და არცერთ თანამდებობაზე არასდროს -...

26 წლის გოგოს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა...

ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა – გამყრელიძე სინოფარმზე

"ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა"- ამის შესახებ, დაავადებათა ...

ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა – ვაშაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"ვეტოს უფლების გამოყენების შეეშინდა " - ასე გამოეხმაურა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ...

იმედგაცრუებული ვართ – სამადაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

იმედგაცრუებული ვართ, რომ ვეტოს უფლება გამოყენებული არ იქნა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“...

მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო...

ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება – ბოკერია ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება"- ასე აფასებს, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...