“შეეშვით სულელურ მითებს. ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს“– ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ. მას ამერიკის მაგალითი მოჰყავს, სადაც ვაქცინირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალია.

“კოვიდპანდემიის განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა ერთი აქსიომა: კლინიცისტებმა ბევრად უფრო უკეთ და ადრე შეძლეს მოვლენების წინასწარმეტყველება, ვიდრე ეპიდემიოლოგებმა. აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზი არის ვირუსის ქცევის ლოგიკის განსხვავებული ასპექტები. კლინიცისტი მსჯელობას იწყებს ემპირიული მონაცემების საფუძველზე. როცა ფაქტობრივი მასალა საკმარისად დაგროვდება, მერეღა ახერხებენ ეპიდემიოლოგები სტატისტიკის ლოგიკურად განხილვა-დალაგებას. ცხადია გონიერ, გამოცდილ კლინიცისტებზეა საუბარი. მათზე, ვინც პაციენტებს უშუალოდ მკურნალობს და აკვირდება.

ნიუ იორკმა შარშან ყველაზე სასიკვდილო დარტყმა მიიღო კოვიდისგან. ვაქცინაცია ყველაზე ინტენსიურად ამიტომაც წარიმართა ამ უზარმაზარ მეტროპოლიაში. დელტა ვირუსი ივლისიდან მოყოლებული აქაც დომინანტური გახდა. ფაიზერისა და მოდერნას ეფექტურობა ახალი შტამის მიმართ 90%-დან 80%-მდე ჩამოვარდა, მაგრამ!!!! მაგრამ დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჰოსპიტალიზაციების წინააღმდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა როგორც ადრე იყო 92-95%, ისევ ისეთივე დარჩა. კლინიცისტებს არ შეუმჩნევიათ მძიმე შემთხვევების მატება თავიანთ საავადმყოფოებში. ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია. ნიუ იორკში 70 % მდეა აცრილთა რაოდენობა. 35% იან მისისიპიში კი საველე ჰოსპიტლებს შლიან უკვე.
აიცერით!!!

ვისაც გადატანილი გაქვთ და საშუალოდ 7-8 თვეა გასული, აიცერით. აიცერით ხარისხიანი ვაქცინებით და შეეშვით სულელურ მითებს “ტრადიციულ”, უფრო “მსუბუქ” ვაქცინებზე. – თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო – ქართული ანდაზაა, გაიხსენეთ.
ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს, რომლებიც დაუღალავად თესავენ ეჭვსა და შიშს დასტრესილ ხალხში. აიცერით!
გვახსოვდეს, ამ რამდენიმე თვეში ჩვენ არ გვაქვს იმის რეალური შანსი, რომ გამოვცვალოთ მთავრობა, ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი და მთლიანად ქვეყანა, ამიტომ ნუ გადავეშვებით უაზრო პოლიტიკურ ფილოსოფიებში ახლა, უბრალოდ ავიცრათ და გადავრჩეთ. მერე, თუ ხალისი შეგვრჩება, გავიაზროთ კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, თუ მთავრობა უვარგისია ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, უვარგისია ჯანდაცვაშიც!
მაგრამ ახლა უნდა გადავრჩეთ!“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...