შეზღუდვების გადავადება არ არის გამართლებული, ადამიანებმა ყველა პირობა შეასრულეს – ბუწაშვილი

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. მისი თქმით, ეს წინასაახალწლოდ რეგულაციების მოხსნისას დამტკიცდა.

“უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა. ასე რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი”, – წერს ბუწაშვილი Facebook–ზე.

მისი თქმით, შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება გამართლებული არ არის.

“შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყცველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”,– აცხადებს ეპიდემიოლოგი.

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომა 20:00 საათზე დაიწყება. მმართველი პარტიის წევრების დიდი...

ვახო სანაიას ტვინის შერყევა აქვს

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის ამატებით კვლევებს...

ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია – ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. "ნუ დავივიწყებთ...

სამართლებრივი ნონსენსია – მელიას ადვოკატი პროკურატურის შეთავაზებაზე

ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანება. პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია...

დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ღარიბაშვილი სანაიაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით...

თუ მელია გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის...

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო...

“საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ” – რითი ხსნის იმნაძე ვაქცინის დაგვიანებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა კოვაქსის პლატფორმიდან ვაქცინის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო