შეინარჩუნეთ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე – აშშ-ს საელჩო პარტიების ლიდერებს

საქართველოში აშშ–ის საელჩო ქართველ ხალხს პირველი კონსტიტუციის იუბილეს ულოცავს.

საელჩოს განცხადებით, საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

“თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე. იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, ქართველმა ხალხმა დაკარგა ამ თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მომდევნო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც – 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

მათივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ხშირად გადის გამოცდას, თუმცა აშშ–ს ბოლო პერიოდის გამოწვევები ადასტურებს იმას, თუ “რაოდენ სიცოცხლისუნარიანია დემოკრატია და რამდენად ერთგული უნდა დავრჩეთ უფრო სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისა, როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია აღწერილი.”

საელჩოს განცხადებით, ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ.

“მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს.

ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის.
თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და განაახლოთ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, თქვენი თითოეული თანამოქალაქის სახელით.
გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ამ მნიშვნელოვან იუბილეს”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

ვცდილობდით, მეტი ქაოსი მოგვეწყო, რომ დალაგებული მოცემულობები აჩეხილიყო – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციას შიგნით ქაოსი კარგია, რადგან ეს განსხვავებული...

ის არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს, ჩრდილში დადგეს – ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ის არ შეიძლება გავრილოვს...

მე ვფიქრობ, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ 4 წელზე მეტი არცერთი ხელისუფლება "არ უნდა გააჩერო"....

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო