“შემოვედი პოლიტიკაში და თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება“–ვასაძე არ გამორიცხავს, რომ გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების გამოყენებით დააავადეს

ფოტო: Radiotavispleba.ge

მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი“–ს ლიდერი ლევან ვასაძე ამბობს, რომ მისი დიაგნოზი უკვე დადგენილია და  ეს არის უიშვიათესი დაავადება, რომელიც ხელოვნურად, გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების საშუალებით გამოიწვიეს. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში საუბრობს, თუმცა უშუალოდ დიაგნოზს არ ასახელებს:

“დამიდგინდა დიაგნოზი როგორც იქნა, ერთი თვის ანალიზების, პროცედურების, კვლევების, ოპერაციების შედეგად. დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. არ დავასახელებ განზრახ, რომ კერძო სივრცეში არ შევიჭრა, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს დაავადება არის რამდენიმე სახის. არის სისტემური, რომელიც ემართება ადამიანს სხვადასხვა ორგანოებზე, მე ეგ არ დამიდგინდა, მე მაქვს მარტო გულზე. გარდა ამისა, ეს დაავადება არის გენეტიკური, მაგრამ მე ეგ არ დამიდგინდა, მე მაქვს შეძენილი ფორმა, რაც მახარებს.

რა არის გასახარებელი ამაში, მაგრამ როგორც რვა შვილის მამას მადარდებდა, რა ტიპის იქნებოდა ის და მიხარია,რომ მე ეს არ მომდგამს გენეტიკაში და არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე, მე ის შევიძინე.

უცნაურია როგორ შევიძინე მე ის , იმიტომ რომ 50 წლის კაცი ვარ და სპორტსმენი და არ ვეწევი, არ ვსვამ , ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. თან სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს რაღაც ხველა მაწუხებდა გრიპის მერე და მოსკოვის აკადემიკოს ლიადოვის სარეაბილიტაციო კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება და ყველაფერი მქონდა წესრიგში გულის ჩათვლით და 6 მაისს შემოვედი პოლიტიკაში და აი, თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც თუ სწორად მესმის ამ სახით, ანუ მხოლოდ გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონში ორ კაცს.

არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ და ალბათ  ვერც ვერავინ გაარკვევს. მე გავიკითხე ექიმებში აშშ–ში, ისრაელში, რუსეთშიც და თურქეთშიც და ექიმები ამას არც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ,  რომ ეს შეიძლება იყოს გარე ზემოქმედების შედეგი. არ მინდა ამით ვისპეკულირო, უბრალოდ მინდა გავუსვა ხაზი ამ უცნაურ დამთხვევას, იმიტომ რომ 50 წელი ჯანმრთელად ვიცხოვრე,  შემოვედი პოლიტიკაში დამსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და მძიმე დაავადება დამიდგინდა ეგრევე.

უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა სამწუხაროდ დაავადება დამიდგინდა, მაგრამ ჩემი თვითშეგრძნება არის შეუდარებლად უკეთესი მას შემდეგ,  რაც მანდ აღარა ვარ. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგეს   ამ სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ, ფორმულამ, ტვ პირველმა და მთავარმა არხმა ამის შესახებ და რატომ სამივემ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული, ანუ რა ინფორმაცია ქონდათ მათ ამის შესახებ კარგი იქნება თუ ვინმე კითხავს. წინ მელოდება მძიმე მკურნალობის პროცესი, რომელიც მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, შესაძლოა საოპერაციო მკურნალობას. მე მისთვის ვემზადები. ზეგ არის კონსილიუმი ექიმების. არ ვაპირებ დანებებას, არც ხელების ჩამოყრას, ვარ უფლის იმედად, მხნედ, მაგრად და მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს მე და ჩემს ოჯახს და სამეგობროს. არ ვაპირებ უკან დახევას მათ შორის არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით. აი, რითაც შევდექი ამ გზაზე სწორედ იმაში დამეტაკა უხსენებელი.  “– ამბობს ვასაძე.

ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი ლევან ვასაძე ივნისის ბოლოს საქართველოდან თურქეთში წავიდა. მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სავარაუდოდ მოწამლეს. თურქეთიდან კი, სადაც წინასწარი დიაგნოზი დაუსვეს , ვასაძე 30 ივნისს რუსეთში გაემგზავრა, რადგან დიაგნოსტირების და მკურნალობის გაგრძელება იქ ამჯობინა. ამის გამო მან მონაწილეობა ვერ მიიღო 5  ივლისის ძალადობრივ აქციაში.

შოტლანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალებისთვის უფასო ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა

შოტლანდიამ პირველმა მსოფლიოში ქალებისთვის უფასო მენსტრუალური ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა: ორშაბათს დიდი ბრიტანეთის...

რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება–მონიტორინგის ჯგუფი

რუსეთმა ბელორუსის აეროდრომ "Зябровка"–ზე  14 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 და მათი 60 რაკეტა ჩაიტანა,...

ლატვიამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი აჩუქა

ლატვიის ხელისუფლებამ უკრაინას 4 სამხედრო ვერტმფრენი გადასცა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ...

ილვესი: საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით

"რუსეთთან ომში ჩართვა არავის სურს და ეს არც საქართველოსთვის უნდა ვინმეს", აცხადებს "ამერიკის ხმასთან"...

თბილისის ქუჩების ნაწილს 16 აგვისტოს ელექტროენერგია მთელი დღით შეუწყდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 16 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, დაბა ადიგენთან, სოფელ ზოტთან მიწისძვრა მოხდა. მათი ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა...

“ჩვენი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“-პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას – თქვა რუსეთის...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი–...

26 წლიანი ქორწინების შემდეგ ვიტალი კლიჩკო ცოლს გაშორდა

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ცოლს, ნატალიას გაშორდა. ამის შესახებ კლიჩკომ მედიას თვითონ უთხრა: “მრავალი წელი– განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა ცხოვრება. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ოფიციალურად გაგვეფორმებინა....

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...