შემოსავლების სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ვერაია  ამ პოსტზე ლევან კაკავას შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 ივნისს დატოვა.