შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით! – “სირცხვილია” სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ხელისუფლების მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის საპასუხოდ საპროტესტო აქციას აანონსებს და დაუმორჩილებლობას აცხადებს. ამის შესახებ მოძრაობის აქტივისტები იუწყებიან.

საპროტესტო გამოსვლების პასუხად, ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ამიტომ დღეს პარლამენტის წინ ერთად გამოვუცხადებთ დაუმორჩილებლობას მთავრობის შეზღუდვებს!

ხელისუფლებამ გუშინ ისევ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, სიცივეში ცივი წყლითა და ცრემლსადენი სითხით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ.

სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს. სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად – შიში შეგვიპყრობს.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ.

და ალბათ, ეს არის, ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედი. ცემისა და დაშინების მიუხედავად, ღირსებას არ ვთმობთ. გიკვირს, არა? ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ,
ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს, და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს…შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეიდან, 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა (როგორც ქვეითად, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებით).

ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა....

ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ – სამადაშვილი

"ოპოზიციის დანაწევრება ოცნების ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ "-  ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"...

ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ყველაზე მარტივი გზა რევოლუცია არის – ელისაშვილი სააკაშვილზე

"ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ყველაზე მარტივი გზა რევოლუცია არის "- ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა,...

ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება – იენს სტოლტენბერგი

"ნატოს კარი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ღია რჩება "- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს...

გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა – ცერცვაძე ჩიხლაძეს

"გრცხვენოდეს ბატონო სერგო! არსად არ მომითხოვია ჩინური ვაქცინის შემოტანა "- ასე პასუხობს ინფექციური საავადამყოფოს...

პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა – ბადრი ჯაფარიძე ღარიბაშვილზე

"პიარული განცხადება იყო, ანაკლიაში არანაირი ინვესტორი არ მოვა "- პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი...

არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს – ელენე ხოშტარია

"არაფერს დავთმობთ პრინციპულს, გადაწყვეტილებებს სააკაშვილი არ იღებს"- ამის შესახებ, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში წერს. "არაფერს...

“ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ” – ბაია პატარაია

"ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ" - ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო