“შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები” – Human Rights Watch-ის ანგარიში

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა საქართველოზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში 2020 წელს მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი და ძირითადი ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო არჩევნებსა და მედიის თავისუფლებაზე. ანგარიშში საუბარია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე ამბებზე და მთავარი არხის რეპორტაჟის მიერ სუს–ის მიერ გამოძიების დაწყებაზე.

“თებერვალში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მდუმარე აქცია მოაწყო ტელეკომპანიის ახალი ამბების სტუდიაში, რათა პროტესტი გამოეხატა სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის თაობაზე. მმართველი პარტიის წევრები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას წინა მენეჯმენტის დროს არსებული სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. მარტში ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა მდუმარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძე და გათავისუფლების საფუძვლად მაუწყებლის შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დაასახელა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე.

მაისში აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ტოქშოუს წამყვანი და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი. რეხვიაშვილის გათავისუფლების მიზეზად მისი ფეისბუკ პოსტები დასახელდა, რომელშიც ის კოლეგების მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ზომებს აკრიტიკებდა. ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეს პოსტები ტელეკომპანიის დისკრედიტაციას ახდენდა. 30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ამ რეპორტაჟში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ოფიციალური პირები კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს აყალბებდნენ და სხვა უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა”,– წერია ანგარიშში.

ავტორიტეტული ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილების გაზრდასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელს კომპანიაში სპეცცმმართველის დანიშვნა შეუძლია.

“ივლისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რითიც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ – „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს”,– ვკითხულობთ ანგარიშში.

 

მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ – ელისაშვილი

"მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში 2 კაცზე მეტის საქმეს გავაკეთებთ" - ამის შესახებ პარტია...

ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია...

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვით აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენისა და კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქცია ორშაბათს,...

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვდება.იენს სტონტელბერგან შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილი...

პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი – გვარამია გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობაზე

''პირველადი დამკვეთი კადიროვია, კადიროვის დამკვეთი კი პუტინი''- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი...

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, საქართველო ზეიმობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაცები და რუსები...

პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით, საერთოდ არ ველაპარაკეთ – მდინარაძე “მოქალაქეებზე”

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან...

დაგუგლეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები – გამყრელიძე

დაგუგლეთ, ნახეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტების საბაგირო გზები გახსნილია თუ არა", - ასე...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო