“შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი ინიციატივა” – OSCE/ODHIR და ვენეციის კომისიის დასკვნა

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმის და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტში ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი მოუგვარებელი რჩება.

“საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტში არის პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის ისეთები, როგორიცა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისკენ მიმართული ზომების, საარჩევნო შედეგების დადგენის გაძლიერების პროცესი და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაუმჯობესება.

თუმცა, შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შესწორება, მაგალითად საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. მეტიც, მაშინ, როცა ეუთო/ოდირის და ვენეციის მიერ აცემული რამდენიმე რეკომენდაცია კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესრულებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება და კვლავ საჭიროა უფრო ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმა”, – წერია ერთობლივ დასკვნაში.

მათი განცხადებით, საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება უნდა ემყარებოდეს მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტს:

1) მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს, ასევე, პასუხობს წინა რეკომენდაციებს.

2) კანონმდებლობა მიღებულია ფართო კონსენსუსით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ;

3) პოლიტიკური მზადყოფნა ამგვარი კანონმდებლობის სრულყოფილად განხორციელებისთვის.

ამასთან, ვენეციის კომისია და ეუთო /ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის დანერგვის რეკომენდაციით გამოდის და განმარტავს, რომ მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობაა.

ისინი საკუთარ რეკომენდაციებსაც აქვეყნებენ:

1. განიხილონ კვალიფიციური (მაგალითად, ორი მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ჩიხის ჩამკეტი მექანიზმით. მოთხოვონ უფრო მაღალი მანდატი ცესკო-ს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყონ მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;

2. მოიხსნას პარტიის მიერ ცესკოში წევრის დანიშვნის უფლების კონკრეტული შეზღუდვები მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ბ და გ ქვეპუნქტების შესაბამისად, პირობებით, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი “პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა”, რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ.

3. შემდგომი ცვლილებების შეტანა დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი “რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას”, მე–2 რეკომენდაციების შესაბამისად;

4. მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.

5. არჩევნების დღეს აიკრძალოს როგორც მიკერძოებული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის საქმიანობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;

6. მიღებულ იქნას სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, დათვლასა და შედეგების დაჯამებასა და არჩევნების შემდგომი დავების განხილვაში.

7. ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილი ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;

8. სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ შეუშლის საჩივრების სათანადო განხილვას;

9. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი რაოდენობის ამომრჩეველით;

10. შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი.

“ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო” – ბარაკ ობამას ძაღლი, ბო ობამა მოუკვდა

"ჩვენი ცხოვრების მუდმივი კეთილი ნაწილი იყო" - ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას  ძაღლი, ბო...

წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"წმინდა სინოდის ნაცვლად გვყვავს სუფთა ნახირი "- ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვანისა და...

მეუფე ანტონი მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა – ვიდეო

7 მაისს, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვანისა...

ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს – ხვიჩია ნიკა მელიაზე

"ევროკავშირის გირაოს მიღება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს"-ასე გამოეხმაურა "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, ევროკავშირის...

გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა – ოქრიაშვილი

"გირაოს გადახდა კი არაა მთავარი, მთავარია ვინ გადაიხადა"- ასე ეხმაურება, პარტია, ''პროგრესი და თავისუფლების''...

დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა – პროკურატურა ნიკა მელიას გირაოზე

"დღეს ვეღარ მოვასწარით სასამართლოსთვის მიმართვა" -  ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის, გირაოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი...

მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა – ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე

"მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ევროკავშირის...

მიშელის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს – ვაშაძე გირაოს გადახდაზე

"მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...