შეწყვიტეთ მიუსაფარი ჯგუფების დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს – EMC შსს-ს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 10 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მიერ კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს და სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება და მის ნაცვლად, მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად.

EMC-ში აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი”, -წერია EMC-ის განცხადებაში.

მათი თქმით, უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს.

“უსახლკარო პირების  დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის განცხადებით, საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი  სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ და მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს, ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის.

” სახელმწიფოს მიდგომა რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული  ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება”, – აცხადებენ EMC.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს–ს:

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;
  • მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

გარდა ამისა, EMC მთავრობას მიმართავს, რომ გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

სავადმყოფომდე მიმიყვანეთ ხალხი არ ხართ? – სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქეს სუნთქვის უკმარისობა აქვს

სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ კოვიდინფიცირებული, მოქალაქე სალომე კვარაცხელია საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს რადგან მას სუნთქვა უჭირს,...

შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე – ვახტანგ მეგრელიშვილი

"შეიძლება ვიფიქროთ გირჩი 2-ის გაკეთებაზე "-  "გირჩის" ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიაში...

ილიჩოვას ​ღარიბაშვილისგან სიგელი და ​გახარიასგან სამკერდე ნიშანი აქვს მიღებული – მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აქვეყნებს ორ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მისი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა...

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის – ძიძიგური

პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, - ამის...

დიახ კმაყოფილი ვარ – თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე

დიახ, კმაყოფილი ვარ, - ასე პასუხობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ...

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ – კარლ ჰარცელი

"ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთობლივ გამოსავალს მივაღწიოთ"- ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ოპოზიციასთან შეხვედრის...

“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა. მისი...

კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

"კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა "- პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო