შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ არ დაკარგონ მოტივაცია,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი–ივანიშვილი მისი ქონების შესახებ

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში საუბრობს მისი აქტივების დიდი უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-სთვის გადაცემის შესახებ. ივანიშვილმა გამოცემას ინტერვიუ 9 იანვარს მისცა, თუმცა ის მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დასაჯაროვდა. ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ  მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში დარჩება 200 მილიონი დოლარი.

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“,- ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი არ ადასტურებს საერთაშორისო ბიზნესმედიის, მათ შორის „ფორბს“-ისა და „ბლუმბერგ“-ის მონაცემებს მისი ქონების შესახებ. მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. „სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, თქვა მან.

შეკითხვაზე, თქვენი შვილები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას? ივანიშვილი პასუხობს: „მინდა გითხრათ, რომ ისინი სრულიად იზიარებენ ჩემს მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა...

ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია...

მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ...

კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების...

არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო