შვილებს უნდა ასწავლოთ, როცა ადამიანი თავს იკლავს, თავის სულს ეშმაკს აძლევს – ილია II

პატრიარქი ილია მეორე მშობლებს მოუწოდებს, შვილებს ასწავლონ, რომ როცა ადამიანს თავს იკალავს სულს ეშმაკს აძლევს. მან საზოგადოებას მოუწოდა, სახლში ნაკურთხი წყალი ჰქონდეთ და ყოველდღე საწოლს და ოთახს ასხურონ.

“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს რთულ დროს, უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი და ნახშირი საკმეველი და აუცილებლად ყოველ დღე უნდა ასხუროთ თქვენს საწოლს, თქვენს ოთახს და ეზოს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი”,- თქვა პატრიარქმა.

მან სტუდენტობის პერიოდიდან ერთი ისტორიაც გაიხსენა, როდესაც იმ ადამიანთან ერთად ყოფნა მოუწია, ვინც თავი მოუკლა. ილია მეორე ამბობს, რომ მას სტუდენტში ჩასახლებული ეშმაკი აშინებდა.

“ერთი შემთხვევა იყო, სტუდენტებმა მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით, დავრჩით ორი სტუდენტი და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი ამ სტუდენტს, ამიტანა შიშმა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? – მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ სტუდენტები, რომლებიც მელოდებოდნენ მოვიდნენ-მეთქი. მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილაზე რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები, გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა, ის სტუდენტი, რომლისაც მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი. მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე “,– თქვა პატრიარქმა.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...