შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ – ბაქრაძე გახარიას

” შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ყველა ქართველისთვის ძალიან ემოციურ თემას, დავით გარეჯს არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო. ჩემთვის უკადრებლის კადრებაა ის, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და შემდეგ გავიწყდება. ჩემთვის უკადრებლის კადრება არის ის, როდესაც ბარბარე რაფალიანცის, 9 თვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო და მერე გავიწყდება. ამიტომ, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომლის სტანდარტშიც შედის ყველაფრის გაკეთება და ყველაფრის გამოყენება არჩევნების მოსაგებად, ოპოზიცია ამ თემაზე ვერანაირ ხელის გამოშვერას ვერ მივიღებთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდად, ნორმალურად, ამ დაზაფრული გარემოსგან თავისუფლად, ადამიანები მოვიყვანოთ არჩევნებზე და ქვეყანას მოვუტანოთ ცვლილებები. ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რადგან „ქართული ოცნების“ ხელში გატარებული თითოეული დღე ამ ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მეტი გაღარიბებული ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა და მეტი პრობლემა. ამიტომ, შიშები, ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე და წავიყვანოთ წინ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა: „მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს“.

როცა პრემიერობიდან გადავდექი, ათონის მთაზე წავედი, რათა დეტოქსი განმეცადა – ღარიბაშვილი

30 წლის ასაკში ვკურირებდი მთელ ძალოვან ბლოკს - მაშინ სამინისტრო იყო ერთიანი, შედიოდა სახელმწიფო...

ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს 2 დღეს ვაძლევ გადასადგომად – დეკანოზი ილია

"ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, ანუ დატოვონ ეპარქიები,...

თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოცნება “ყველაზე საქმიანი და პროგრესული” პარტიაა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძის აზრით, "ქართული ოცნება" არის "ყველაზე საქმიანი და პროგრესული პოლიტიკური პარტია...

როცა გასაკრიტიკებლები იქნებიან, გავაკრიტიკებთ – მდინარაძე ელჩებზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კარლ ჰარცელს დიპლომატიური...

სუს-თან ახალგაზრდები კინოჩვენებას აპირებენ, ტერიტორია სპეცრაზმით გაავსეს – დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახალგაზრდები კინოჩვენებას აპირებენ,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:07 საათზე სქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ...

თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, მათთან იტუტუცეთ – მამა ათინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე...

გურიაში 15 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გურიაში, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე 15 წლის მოზარდს გზაზე გადასვლისას მიკროავტუბუსი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მიკროავტობუსის...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...