შსს ამბობს, რომ გიგი უგულავას საზღვრის კვეთის უფლება აქვს, თუმცა ეს მათ ბაზაში არ ფიქსირდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს რატომ არ მისცეს ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის და ქვეყნის დატოვების უფლება.

“შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.

პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.“– ნათქვამია განცხადებაში.

გიგი უგულავა საქართველოს დატოვებას  დილით აპირებდა, თუმცა მას საეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის უფლება არ მისცეს.

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მისი ძმის,...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

1 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით კურსის გაუფასურებამ 0.0013 თეთრით გაუფასურდა, რის...

დაგვპირდა, რომ ევროკავშირი განახორციელებს შესაძლო გზებით ზეწოლას – სამადაშვილი მიშელზე

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი კრიზისის...

პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლაპარაკებებში ჩართვას...

„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

"ლელოს" ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ მინისტ ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. გამართულ...

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ

გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა....

შარლ მიშელს ვუთხარით, რომ ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მას...

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია – წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება. მისი თქმით,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო