შსს-მ თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე,  ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი – ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების  გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი  საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი – 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

“ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა! – ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში "მთავარი...

გიგი უგულავა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. “სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება...

ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი", "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს"  -  ამ და სხვა ლოზუნგებით,...

სკანდალური აუდიოჩანაწერი: ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა...

ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი,...

ცესკომ განცხადება გაავრცელა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეორგანიზაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების...

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

სად გაიკეთეს ქართველმა მილიონერებმა, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა -  ამის შესახებ, სიუჟეტს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. სოციალურ...

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული – ვოლსკი ფარულ ჩანაწერებზე

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - ასე გამოეხმაურა, პარლამენტის პირველი...

ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა – აშშს საელჩო

"ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეშფოთებას და მოვუწოდებთ პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე მსჯელობა" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო