ჩემმა ჩინურმა “სინოფარმმა” უკუაგდო სიცხე სამ დღეში, მე რომ “ფაიზერისთვის” მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი – იდა ბახტურიძე

ფონდის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე კოვიდინფიცირებულია. მას ვირუსი ვაქცინაციის შემდეგ დაემართა.

“მე, როგორც კოვიდიანი, გეტყვით, რომ აშკარად ჩემმა ჩინურმა “სინოფარმმა” უკუაგდო სიცხე სამ დღეში და ვდგავარ ფეხზე. მალე კარგადაც უნდა გავხდე. მე რომ აქამდე “ფაიზერისთვის” მეცადა, ალბათ სასუნთქი აპარატის ქვეშ ვეგდებოდი ახლა და ვერც დღეს დავრეგისტრირდებოდი. ჰოდა, გაიკეთეთ რაცაა ყველამ. ბრენდები “ტუფლებზე” უმოწმეთ ისევ ერთმანეთს,”-  იდა ბახტურიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ღამის კურიერში” სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ მაშინ დაინფიცირდა, როდესაც რეკომენდაციების დაცვა ვერ შეძლო – ნიღბის ტარება და პირადი ნივთების დეზინფექცია.

“ღია სივრცეში, ხალხმრავალ გარემოშიც მიწევდა აქციების გამო კომუნიკაცია ადამიანებთან, მაგრამ 2 დღე გავატარე აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან ერთად დახურულ სივრცეში, ანუ მგონია, რომ დავინფიცირდი დახურულ სივრცეში, ნიღბის გარეშე კომუნიკაციის დროს და დეზინფექციას ვერ ვუტარებდი ნივთებს იმ დღეების განმავლობაში, როგორც სხვა დღეებში ვაკეთებ ხოლმე.

პირბადე ნამდვილად იცავს, დეზინფექცია და სხვა რეკომენდაციებიც და მათ შორის, ვაქცინა არის გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დაინფიცირდება, არ მოხვდეს რეანიმაციაში, ან კლინიკაში,” – აცხადებს იდა ბახტურიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო...

სახტად დავრჩი, მაშინ რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? – იოსელიანი მელიას განცხადებაზე

სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“? -  ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი...

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს – ელენე ხოშტარია

რა პალმაზეა ლაპარაკი, 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ვერაფერი გააკეთეს - ამის შესახებ, პარტია...

2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია – მელია

"2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია"-  ამის შესახებ...

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებსაც ექნებათ -ხვიჩია ჩანაწერებზე

თუ ქართულმა სპეცსამსახურებმა მოვაგროვეთ ინფორმაცია, ახლა რუსულ სპეცსამსახურებს ექნება და შეეძლებათ ნებისმიერი აშანტაჟონ ,...

“ოცნების” მსხვილმა შემომწირველმა ტენდერების 37%-ი უკონკურენტოდ მოიგო – “ფლანგვის დეტექტორი”

"ქართული ოცნების" მსხვილმა შემომწირველმა, მამუკა ხელაიამ, ტენდერების 37% უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის...

ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუ ქუთელია წარადგინა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუ ქუთელია წარადგინა.   თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მოსახლეობას...

კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ კოკაინის მოხმარება “ოცნების” დატოვების შემდეგ დაიწყო

„არა თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...