“ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს“– ივანიშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს პროვოკაციებს არ აყვნენ და ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაძაბულობა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ბრალია.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე.

მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.


როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ – პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.


მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს – ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.


ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.


ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა “ქართული ოცნების” ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან.


უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.


შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.


ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის.“–ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი დამთავრდა, მიაწექით ბოლომდე! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მარცხდება. მან საზოგადოებას მიმართა, "ბოლომდე მიაწვნენ". "ივანიშვილი...

“სირცხვილიას” წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გლდანში სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ანა ჭარხალაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა...

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო

გლდანში საარჩევნო უბანთან სროლა იყო.  39-ე საარჩევნო უბანში დაპისრპირება ამ დრომდე გრძელდება არსებული ინფორმაციით...

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 36.45%-ია, 2016 წელს 34.79% იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო...

TV პირველის ჟურნალისტი უბანზე შეხლა-შემოხლისას დაშავდა

გლდანში, 39-ე სკოლასთან საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა. კადრებში ჩანს, რომ...

ე.წ. ძველი ბიჭების გასამხნევებლად “კაწრო” გამოჩნდა – ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან "კაწრო"...

“ცნობა სუსიდან: ყველამ ჩვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია” – ნიკა გვარამია

"ცნობა სუსიდან: ყველამ ცვენ არ მოგვცა ხმა, ჩვენი რესურსი ამოწურულია" - ამის შესახებ, სოციალურ...

მიდით არჩევნებზე, თორემ გამოუყენებელ ბიულეტენებს ქართული ოცნება გამოიყენებს – ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ამიტომ ბურჯანაძე საზოგადოებას,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო