“ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები“–ელენე ხოშტარია ოპოზიციის დაპირისპირებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ელენე ხოშტარია ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირების პროცესს ფეისბუქზე ეხმაურება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია პარტიებს შორის განსხვავებების ჩვენების პროცესში ოპოზიციამ  სწორი ფორმები უნდა მოძებნოს:

“ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები.

ეს ის მოცემულობაა, რომელიც ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფაქტორის გამო შეიქმნა. გავრილოვის პროტესტის შემდეგ საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ცალცალკე ვერავინ ვუგებთ ბიძინას – ეს ფაქტორები განაპირობებს ამ მოცემულობას.

მაგალითად ერთიანები ვართ არსებული სისტემის შეცვლაში, მაგრამ ვერ და არ ვიქნებით ერთიანები ვინმე კონკრეტულის ძალაუფლებაში მობრუნებაში და მოსვლაში. ერთიანები უნდა ვიყოთ კოალიციის შექმნის საკითხში, ამასთანავე უნდა ვანახოთ განსხვავებები, რომ ამ კოალიციაში მეტი წილი გქონდეს. ერთიანები ვართ მართლმსაჯულების სისტემის შეცვლის საკითხში, მაგრამ ნაბიჯებს შეიძლება განსხვავებულად ვხედავთ და ამაზე კოალიციაში ჭიდილი მხოლოდ კარგს მოიტანს. ერთიანები ვართ პროდასავლურ კურსში და ა.შ.

ობიექტურად რთული მოცემულობაა განსხვავებების ჩვენებაში ერთიანობა არ შემოგემსხვრას, ან პირიქით, ერთიანობის ხათრით ერთ მასად იქცე და ამით მათ შორის ბიძინას პროპაგანდას შეუწყო ხელი. ან ერთიანი მხარდაჭერის სურვილის გამო ხალხი მოატყუო და შენი განსხვავებული აზრი დამალო.

პოზიციებიც განსხვავებული გაქვს, საერთო კანდიდატებს ეგოისტურად გვჭირდება ერთიანობა, ამ დროს ბევრ ადგილას მიდის კონკურენცია და განსხვავების ჩვენება მეტად ჭირდებათ.

მოკლედ ობიექტურად არაა ადვილი მოცემულობა, მაგრამ ადვილი ლობიოს ჭამაა თუ როგორ არის აღარ მახსოვს.

მოკლედ ბევრი ფიქრის შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფორმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ მთელ პროცესში. სწორი ფორმის ნახვა, სადაც კამათობ და არა იბრძვი გასანადგურებლად, კატეგორულად არ ეთანხმები, მაგრამ პატივს ცემ. ყველას მოგვიწევს ამ სწორი ფორმის ნახვა. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმემ უკლებლივ საუკეთესო ფორმა ნახა.

ერთი თვეა წინ და ყველა დავფიქრდეთ ყოველ ჯერზე, ჩემ თავსაც ვეუბნები ამას. არც მე უნდა გავჩუმდე ხმებისთვის და არც განსხვავებულობა გადაიზარდოს ხალხის დამაბნეველ პროცესად.“– წერს ელენე ხოშტარია.

ილია II თვითონ ემალება კოვიდს, მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქი ილია II კორონავირუსს ემალება, პარალელურად კი ეკლესიებში...

“მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების...

“ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო...

ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

"ეკონომიკა არ ვიცი ,რაც ვიცი არის რომ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს,ვიღაცამ რაღაც უნდა...

მოვიდეს ის ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია – ლევან რატიანი ეპიდვითარებაზე

ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ...

ბაიდენმა ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე შეარჩია. ვინ არის ენტონი ბლინკენი

ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი თეთრი სახლის აპარატის ფორმირების შემდეგ საგარეო პოლიტიკური გუნდის ფორმირებას იწყებს. საკვანძო...

პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე...

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნების...

ბაიდენი საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას საჯაროდ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო