ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია – ელისაშვილი ხელისუფლებას

ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„გულახდილად რომ გითხრათ, შეუძლებელია აღფრთოვანების გარეშე ილაპარაკო იმ ძალისხმევაზე, რასაც ელჩები ეწევიან. უბრალოდ, აღაფრთოვანებს ადამიანს, როგორი მონდომებულები არიან ელჩები, რომ ვითარება განიმუხტოს. როგორ ცდილობენ, რომ ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს და საერთო შეხების წერტილები მოიძებნოს. ჩვენი პოზიცია ვუთხარით, თუ როგორ ვხედავთ ამ კრიზისიდან პოლიტიკურ გამოსავალს. რა თქმა უნდა, რისკებზეც ვისაუბრეთ. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“. ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ კონსტრუქციული და გონივრული პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვიტყვი, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება, ეს იქნება არა რომელიმე მხარის გამარჯვება ან დამარცხება, არამედ გაიმარჯვებს საქართველო, ვინაიდან საშინელი, ძალიან მშიერი ზამთარი გველის. ამდენად, ყველას კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული ჩვენი პასუხისმგებლობა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

„ ჩვენი არჩევნები რომ დარღვევების და გაყალბების გარეშე არ ტარდება, ეს გვაწუხებს სწორედ, იმიტომაც ვართ ამ საღამოს აქ მოსულები. მადლობა გერმანიის და ყველა ელჩს. ჩვენც სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ საარჩევნო წესები, საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ისეთი, რომ არჩევნების მეორე დღეს არ იყოს ტრადიციული მღელვარება, უკმაყოფილება და პროტესტი, რაც არჩევნებს ახლავს. ამისთვის არის ეს მოლაპარაკებები. ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის ეხალისება. ჩვენ ველით სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს“,-განაცხადა ელისაშვილმა.

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

საავადმყოფოებში პირდაპირ გვამები ყრია და ეს ნაძირალა გამოდის და ადამიანების მკვლელობას გვაბრალებენ – უგულავა...

"პაციენტმა გამომიგზავნა ვინც წევს ეხლა, ნახევარ საათში 1 მიცვალებული გააქვთ ჩემთვალწინო და ეს ნაგავი...

დიღმის სკვერში ცხედარი იპოვეს – მისი გადასვენება ვერ ხერხდება

დიღმის სკვერში ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ "პირველი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ცხედრის გადასვენება...

პარლამენტში მარტო დარჩენაში, პრობლემას ვერ ვხედავ – კალაძე

"პარლამენტში მარტო დარჩენაში, პრობლემას ვერ ვხედავ "- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა და მმართველი გუნდის...

ამორალურია საკუთარ ხალხს დააბრალო ვირუსის გავრცელება – დეკანოიძე ცქიტიშვილზე

"ამორალურია საკუთარ ხალხს დააბრალო ვირუსის გავრცელება " - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ,...

ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია – კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია. ამის...

პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს – გიორგი ვაშაძე მეუფე იაკობს

"პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს"- ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? – ბოკერია ოცნების წევრებს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს პასუხობს, რომელმაც კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ოპოზიციის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო