ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – ცერცვაძე

ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც ცერცვაძე აცხადებს,  ქვეყნების უმეტესობამ, სადაც ვაქცინაცია ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია, ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყო მოსახლეობის აცრა. ის ასევე აცხადებს რომ საქართველოც მზად იყო, ჩინური ვაქცინის შემოსატანად თუმცა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის გამო ცერცვაძის თქმით, მთავრობამ ის აღარ შემოიტანა.

“მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით – “ფაიზერით”, “მოდერნათი”, “ასტრაზენეკათი”, ახლა მალე “ჯონსონ&ჯონსონი” დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?

ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან – მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ”,- განაცხადა ცერცვაძემ.

“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

"რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება" - ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატი,...

ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა – თეთრი სახლი რუსეთთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს წარმოადგინოს ინფორმაცია სამომავლო ნაბიჯებზე, რაც უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციაზე...

2021 წელს ჩინეთში რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა

ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის...

წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა 20 წლამდე ახალგარდა...

როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?! – ლევან იოსელიანი

"როგორ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილი გაწიო გვერდზე და კობა ნაყოფია დააყენო?!"-  ამის შესახებ, პარტია "მოქალაქეების"...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკაში...

იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

17 იანვრიდან, იზოლაციის და კარანტინის ვადებივაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ...

მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა – ხაბეიშვილი დევნილების...

"მაჯაზე რომ 300 ათასიანი საათი უკეთია ღარიბაშვილს, მინიმუმ 5 ოჯახს ეყოფა"- ამის შესხებ, ენმ-ის...

შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა. შსს-მ...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...