ჩინოვნიკების გადადგომის ტალღა უკრაინაში: ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი

სამშაბათს, ცნობილი გახდა  უკრაინის სტრუქტურებში ერთდროულად რამდენიმე გახმაურებული გადადგომის შესახებ: პრეზიდენტის ოფისში, თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის.

უკრაინის  პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წინა დღეს დაწერა.

„მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, მეკეთებინა კარგი საქმეები ყოველდღე და ყოველ წუთს“, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

კირილო ტიმოშენკო ზელენსკის გუნდის წევრია ჯერ კიდევ  მისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2019 წლის 21 მაისს დაიკავა (მაშინ სტრუქტურას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერქვა).

მისი გადადგომის კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბოლო დროს ის არაერთ კორუფციულ სკანდალში ბრალდებული გახდა.

მაგალითად, პრესას ჰქონდა კითხვები მის უძრავ ქონებასთან და ძვირადღირებულ მანქანებთან დაკავშირებით.

ტიმოშენკოს აკრიტიკებდნენ დიდი საბიუჯეტო თანხების დახარჯვის გამო ჯერ კიდევ ომამდე, როდესაც ისხელისუფლების მიერ ინიცირებულ დიდ სამშენებლო პროგრამას  ზედამხედველობდა.

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

დღის მეორე გადადგომა იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ შაპოვალოვის თანამდებობიდან წასვლა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე.

მის გადადგომას მხარი თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაუჭირა.

შაპოვალოვმა განცხადება დაწერა ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის საკვების შეძენის ფონზე სკანდალის ფონზე.

გასულ შაბათს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, სამხედროებისთვის საკვებს მნიშვნელოვნად გაბერილ ფასებში ყიდულობს.

თანამდებობიდან გადადგომის წერილში შაპოვალოვი წერდა, რომ ის პოსტს ტოვებს საზოგადოების  პროტესტის გამო, მაგრამ კორუფციის ბრალდებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის თემაზე დაუსაბუთებელი მანიპულაციები უწოდა.

თავდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში, და დემონსტრირება იმისა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას.

თავდაცვის სამინისტრო კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპს ემორჩილება, პატივს სცემს დემოკრატიულ კონტროლს და უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების ნებისმიერი შემოწმების აბსოლუტურ გამჭვირვალობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვიაჩესლავ შაპოვალოვის გადადგომა, დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შენარჩუნებაში.

ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ თუ ზელენსკის პოლიტიკური ჟესტი?

ბევრი სამსახურიდან გათავისუფლების სერიას  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უკავშირებს კვირის სატელევიზიო მიმართვაში.

სწორედ ამ დღეს მთავრობამ საგანგებო სხდომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლა თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვასილი ლოზინსკი, რომელიც წინა დღეს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. პრეზიდენტმა, ამ ინციდენტის კომენტირებისას თქვა: ”ახლა მთავარი აქცენტი კეთდება თავდაცვის, საგარეო პოლიტიკის, ომის საკითხებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვხედავ და არ მესმის, რასაც ამბობენ საზოგადოებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე, რეგიონებში და ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო“.

ზელენსკის სიტყვებს მორიგი გახმაურებული წინ უძღვოდა მედიაში გახმაურებული სკანდალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ. ამ გამოძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ საზოგადოებაში და, კერძოდ, ჯარში – და ასევე, შეიძლება ვივარაუდოთ, კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის, რომელთა დახმარებით არა მხოლოდ უკრაინის არმიის უზრუნველყოფა, არამედ ზოგადად უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერაც ხდება. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახდა კონტრშეტევაზე გადასულიყო.

ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ ადანაშაულებდნენ ომის დროს კორუფციის პრობლემის შეუფასებლობაში. მისი საჯარო რიტორიკიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მთავარი ფრონტზე გამარჯვება იყო და ქვეყანაში კორუფციის მსგავსი პრობლემების დრო არ იყო.

გასული წლის მაისში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ამ თემაზე ასე ისაუბრა: „ზოგიერთი რაღაც ახლა ზედმეტია, ბავშვს რომ ფეხები მოაგლიჯონ და ამ დროს რაღაც წვრილმანების მოყოლა დაუწყო.“

ნოემბერში, Bloomberg-ის მიერ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ის კიდევ უფრო შორს წავიდა: „ახლა [უკრაინაში] არ არის კორუფცია, რადგან ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ. ბევრი კორუფციონერი თავის  ფულთან ერთად წავიდა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი იქ დარჩნენ, სადაც არიან.“– თქვა ზელენსკიმ.

მაშინ ამ დამოკიდებულებამ ბევრის გაოცება გამოიწვია ახლა კი, როგორც

დასავლური მედია აღნიშნავს, გარემოებები შეიცვალა და კორუფციის პრობლემას ზელენსკი იგნორირებას ვეღარ გაუკეთებდა. შესაბამისად, საკადრო წმენდაც დაიწყო. თუმცა, მედია იმასაც აღნიშნავს, ერთი შეხედვით შთამბეჭდავი საკადრო წმენდა რეალურად  მეორე და მესამე ეშელონის პოლიტიკური ფიგურების გადადგომაა და შესაძლოა ყველა მათგანი ზელენსკის მიერ გამოცხადებულ ჯვაროსნულ ლაშქრობას კორუფციის წინააღმდეგ არც უკავშირდებოდეს.

პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო ამბობს, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში განეხორციელებინათ.

მესამე გახმაურებული თანამდებობიდან გათავისუფლება ეხებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს.

განკარგულებას მისი საკუთარი ნებით თანამდებობიდან წასვლის  შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა სამშაბათს მოაწერა ხელი.

სკანდალი ინსტაგრამზე გადაღებულმა ფოტოებმა გამოიწვია, რომლებშიც სიმონენკო ესპანეთის ქალაქ მარბელას კურორტზე ისვენებს.

„უკრაინსკა პრავდას“ ჟურნალისტის, მიხაილო ტკაჩის ინფორმაციით, რომელიც სამართალდამცავ წყაროებზე ეყრდნობა,  გენერალური პროკურორის მოადგილე 10 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ შვებულებაში იმყოფებოდა.

ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სიმონენკო ესპანეთში მეუღლესთან ერთად ლვოველი ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანით გაემგზავრა, მისი დაცვის თანხლებით.

ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ამიერიდან უკრაინელი ოფიციალური პირები საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნებით გამგზავრებას ვერ შეძლებენ.

გადადგომები რეგიონებში

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხუთი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც:

დნეპროპეტროვსკის ოლქი ვალენტინ რეზნიჩენკო

ზაპოროჟიის რეგიონი ალექსანდრე სტარუხი

კიევის რეგიონი ოლექსი კულება

სუმის რეგიონი დიმიტრი ჟივიცკი

ხერსონის რეგიონი იაროსლავ იანუშევიჩი

გათავისუფლებულ ლიდერებს შორის ყველაზე გამოცდილია დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო. ის რეგიონს პეტრო პოროშენკოს დროს ხელმძღვანელობდა.

ისევე როგორც კირილ ტიმოშენკო, ის არაერთხელ გაეხვა დიდი სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულ სკანდალში.

2022 წლის შემოდგომაზე, მედია წერდა, რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო კონტრაქტი შეიძლება მიეღო რეზნიჩენკოსთან დაახლოებულ პირს.

მაშინ ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს არ უპასუხა, თუმცა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყო და რეგიონში ჩხრეკა ჩატარდა.

ზაპოროჟიეში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე სტარუხი, გამოძიება ხელმძღვანელობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სუმის რეგიონის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი მონაწილეობდა მშენებლობისთვის თანხების განაწილებასთან დაკავშირებულ სკანდალებში, ასევე ხელი მოაწერა მისი მრჩევლის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას.

ხერსონის ოლქის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დროში დაიკავა. მის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებები კორუფციაში არ არის, მაგრამ ადგილობრივმა აქტივისტებმა გააკრიტიკეს ის, რომ დეოკუპაციის შემდეგ ხერსონში ცხოვრება გულმოდგინედ არ აღადგინა.

მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიევის ოლქის ხელმძღვანელი ოლექსი კულებაც. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ტიმოშენკოს თანამდებობა დაიკავოს პრეზიდენტის კაბინეტში.

რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი – სარჯველაძე ზელენსკის განცხადებაზე

"რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი "- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის...

არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს” –...

"არავინ უნდა იფიქროს, ომი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დატოვების გარეშე შეიძლება გადაწყდეს" -...

კარასინი–აბაშიძის სკანდალური ჩანაწერი–საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საიდუმლოდ თანამშრომლობს

“კიბერკმარამ“გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე რუსეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე...

ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა – ენმ

"ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებთან და...

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია...

ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ...

გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – კირილენკო

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2...

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ერმაკი

"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლი ცდილობს შური იძიოს ბრძოლის თითქმის ერთი...

კოკაინი, ჯადოქარი, სამეფო ოჯახის კულუარები და ძმების ხელჩართული ჩხუბი –სენსაციური ეპიზოდები პრინცი ჰარის მემუარებიდან

პრინცი ჰარის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მემუარები   "სათადარიგო" სამეფო ოჯახის წევრების მიმართ   სენსაციურ განცხადებებს და ბრალდებებს შეიცავს, დაწყებული კოკაინისა და მარიხუანას მოხმარებიდან თავად ჰარის მიერ,სკოლის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა,...