ცალკეულ შემთხვევებში რაც მოხდა იმას, არჩევნების გაყალბება ჰქვია – ომბუდსმენი

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების გაყალბება ჰქვია. თუმცა, მისივე თქმით, ყველა ოქმთან დაკავშირებით, სანამ ყველა არ გადაითვლება, ამას ვერ იტყოდა.  ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლომჯარიას შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებში მდგომარეობდა. მისი თქმით, უფრო ცუდი იყო კენჭისყრის შეჯამება და ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე არჩევნების დღე, რაც თავის მხრივ, არა ერთი დარღვევით ხასიათდებოდა.

“საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებული სერიოზული დისბალანსი, შემაჯამებელ ოქმების გადასწორება და სხვა პრობლემები, ნამდვილად მასშტაბური იყო. მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება, თუმცა როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, ეს ერთი ტიპის დარღვევებია. არის სხვა ტიპის სერიოზული პრობლემები, როდესაც ხელმოწერების რაოდენობები არ ემთხვევა, როდესაც ოქმები თვითნებურად სწორდებოდა, რისი უფლებაც საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ. იყო სხვა ტიპის დისბალანსიც. ამიტომ პროტესტი და მოთხოვნები, რაც საზოგადოებაში ისმის, არის სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის აზრით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიების იმ წევრების მიმართ არსებობს, ვინც შემაჯამებელი ოქმები გააყალბეს. რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხს, ლომჯარია აცხადებს, რომ მას, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს, აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური თუ ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო.

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები არ ყოფილა,ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია – ზურაბ აბაშიძე

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, -...

გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან “შეთამაშებულ” ქმედებად მიიჩნევს

მმართველი გუნდის  დეპუტატიგია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს რუსეთთან "შეთამაშებულ" ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთისა და...

ეს არის მონური სულის, ვასალური სულის ხელისუფლება – ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრას...

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო...

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. როგორც  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო