“ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ“- საპატრიაქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ  დღეს საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ინფორმაციაში ნათქვამია:

“ბოლო დროს მედიასივრცესა და საზოგადოების ნაწილში უამრვი კითხვა დაგროვდა აღნიშნული თემის შესახებ. სწორედ ამიტომ ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა წლების განმავლობაში დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და ამ პროცესში ეკლესიის მუდმივი ჩართულობის განხილვასა და შეჯამებას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია არაერთი წელია, აქტიურად გამოთქვამს თავის მკვეთრ პოზიციას ამ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრებისა და ქართული მონასტრების ბედის თაობაზე. ეკლესია 15 წელია ცდილობს, სახელმწიფოს დაანახოს პრობლემის მნიშვნელობა, ყოველ ღონეს ხმარობს მის მოსაგვარებლად და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

მათ შორის, აღსანიშნავია 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა.

გარდა ამისა, არაერთი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, ტელეეთერითა და მასმედიის სხვა საშუალებებით ეკლესიის წარმომადგენლები ასევე მრავალი წელია აქტიურად საუბრობენ ამ მწვავე პრობლემაზე.

დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის, შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს.

ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.

შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

დღეს კი დადგდა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ექსპერტების 14-კაციანი ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნების თაობაზე.

აღნიშნულმა ჯგუფმა დავით გარეჯის პრობლემა შეისწავლა როგორც ისტორიული, ისე იურიდიული და კარტოგრაფიული კუთხით და დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორია და მასზე მდებარე ქართული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაა და სრულად უნდა ექცეოდეს ქვეყნის ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, პასუხი მარტივია – დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს.

ამასთან, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე.

იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული, მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას.“–ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

გერმანიაში და საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში საფრანგეთის კონტინენტალურ ნაწილში  საერთონაციონალური კარანტინის შემოღებისა და ქვეყნის...

პარასკევს დაველოდოთ, რაღაცის გამოგდებას აპირებენ – ნიკა გვარამია “ოცნებაზე”

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება პარასკევს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე,...

გირჩი TV დაჰაკეს, ტელევიზია სრულად პარალიზებულია – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი პარტიული ტელევიზია დაჰაკეს და ის პარალიზებულია. "ცოტა ხნის წინ...

3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო, გაოგნებული ვარ – ვიკა...

"3 დღეა სახლში ვერ შედის, ქუჩაში ვარ და ვიყინებიო "- ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც...

„ნაცმოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა, მანამდე არ ჰყავდა – კობახიძე ოქრიაშვილზე

კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა - მანამდე მას მინი ბანდა არ...

უკრაინაში რომ არის დიდი საბურავი, ის ამბობს, რომ არჩევნების გზა არ არის მისაღები –...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ "მომავალს სისხლის გარეშე ვერ ხედავს". მისი თქმით,...

კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისი მშვენიერდება – გახარია

პრემიერმა გახარამ სამგორში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში თბილისი...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებზე 28 კაციან სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო