ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს – ISFED

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„ცესკოში, 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად, მიმდინარეობს, რასაც მოწმობს, 5-მარტიდან – 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.

2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას.

2021 წლის 5 მარტს, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ჯამში, განისაზღვრა 11 დეპარტამენტი: ამომრჩეველთა სიების დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; საარჩევნო რეგისტრაციების დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; საფინანსო დეპარტამენტი; საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).

მაგალითად, მარტში განხორციელებული რეფორმა არ შეხებია ცესკოს იურიდიულ, საფინანსო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებს, თუმცა, მაისში ინიცირებული ცვლილებებით, შიდა აუდიტის და უსაფრთხოების დეპარტამენტი შეუერთდა იურიდიულ დეპარტამენტს, შიდა აუდიტის განყოფილების სახით. მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში, საქმისწარმოების ერთიანი სისტემის ორგანიზებისთვის, ცესკოს მდივნის აპარატის შექმნა, რომელიც დეპარტამენთან არის გათანაბრებული.

საგულისხმოა, რომ 14 მაისს, რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა ახალი პოზიციები, რომლებიც საარჩევნო პროცესების შესაბამის მიმართულებას უხელმძღვანელებენ – მონაცემთა მართვის მენეჯერი, ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი და საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი. ასევე, ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი. თუმცა, ჯერჯერობით არ არის ნათელი მათი კონკრეტული ფუნქციები.

“სამართლიანი არჩევნები” იმთავითვე დაინტერესდა ცესკოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციით. შესაბამისად, მიმართა ცესკოს და გამოითხოვა ინფორმაცია რეორგანიზაციის საჭიროებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის მიზნით. ასევე, დაინტერესდა საკადრო ცვლილებების საკითხით. საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხი არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლებოდა, კერძოდ, ცესკოს 4 აპრილის წერილის თანახმად, “ცესკოში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განახლდა ცესკოს აპარატის ფუნქციები. სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს, საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას, რომელიც თავის თავში გულისხმობს საჯარო დაწესებულების ფუნქციების, სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსების ისეთ გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ამოცანებისა და სტრატეგიული გეგმის ეფექტიანად და სრულყოფილად შესრულებას”.

მარტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან 2 თვეში, რეორგანიზაციის მიზნით, ცესკოს რეგლამენტში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის შედეგადაც, 11 დეპარტამენტი 8-მდე შემცირდა. ამ ეტაპზე აღნიშნული დეპარტამენტებია: იურიდიული დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; საფინანსო დეპარტამენტი; საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი; ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი).

აღსანიშნავია, რომ დროის ამავე შუალედში, ორჯერ შეიცვალა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების მიხედვით, რეორგანიზაცია წარმოადგენს კონკრეტული დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, მმართველობის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესს, რაც დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობას ნაწილობრივ ან არსებითად ცვლის. რეორგანიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონკრეტული უწყების საქმიანობის გაუმჯობესისა და გამოწვევების გადასაჭრელად, თუმცა მიმდინარე რეფორმის ფონზე გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მსგავსი პროცესის დაჩქარებული წესით განხორციელება ცესკოში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ხელი მოეწერა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს საარჩევნო რეფორმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურ დაკომპლექტებას ეხება. ამ პროცესს წინ უძღოდა, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა. მიმდინარე რეფორმის ფარგლებშიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც, დღეს არსებული 12 წევრიანი კომისიის ნაცვლად, გულისხმობს 17 წევრისგან შემდგარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირებას – საიდანაც პროფესიული ნიშნით შერჩეულ 8 წევრს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ.

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისია არასრული შემადგენლობით საქმიანობს, კერძოდ, კომისიის 12 წევრის ნაცვლად, წარმოდგენილია მხოლოდ 9 წევრი, მათგან 6 პროფესიული ნიშნით, ხოლო 3 ქართული ოცნების მიერ დანიშნული. კომისიაში არ არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამასთან, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ცესკოს ახლებურ დაკომპლექტებასა და გარკვეული საკითხების სხვაგვარად მოწესრიგებას ისახავს მიზნად, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და პილოტირება, საარჩევნო დავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სხვა. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, საარჩევნო ადმინისტრაციაში უფრო ფართო სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გაჩნდეს. გარდა ამისა, რეფორმის დასრულებამდე, ცესკოს არასრული შემადგენლობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მოკლებული იქნება მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, საზოგადოების ნდობას, მით უფრო, ოპოზიცური პარტიების მიერ დანიშნული წევრების არასებობის პირობებში.

,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორებისა და დროის გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები. ნებისმიერ ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე.

“სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესისა და საკადრო ცვლილებების მონიტორინგს და დეტალურ ანალიზს წარუდგენს საზოგადოებას“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა თანამდებობა – კობახიძე

მმართველი გუნდის, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ...

“ოპერაციას გეგმავდნენ გახარია-საბანაძე.ისინი იყვნენ ამაში ჩართული”–კობახიძის ახალი ბრალდება 20 ივნისზე

"ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო გახარია და საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში...

საქართველოს ვალმა 31.5 მილიარდს გადააჭარბა, სესხების აუთვისებლობის გამო კი მილიონობით ლარის ჯარიმებს იხდის

ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 31.57 მილიარდი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი კანონით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ ყოფილა ნატოს სამიტზე – დავით...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ეს არ არის...

მზად ვართ, გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებშიმზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს...

დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია – IDFI

"დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია"- ასე ეხმაურება,"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან...

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...