ძალოვნების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ტიტვინიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ოს პოლიციელის მითითებას დაემორჩილა, სპეცრაზმელები დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ჩამტვრეული აქვს ძვლები და აქვს ტვინის შერყევა.