წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უგზავნიან

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოდის ინიციატივით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილით მიმართონ საქართველოს ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა, ასევე პარლამენტის ყველა ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარემ, რათა მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 23–24 ივნისის სხდომაზე.

წერილში საუბარია იმაზე, რომ ე.წ. “აღმოსავლეთის პარტნიორობის ტრიოდან“ საქართველოს ცალკე გამოყოფა, და მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებული სტატუსის მინიჭება საქართველოს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

ჯერჯერობით წერილზე ხელმოწერის თანხმობა განაცხადეს: ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებმა: დავით ბაქრაძემ, დავით უსუფაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ, აკაკი ასათიანმა. ამ ეტაპზე უცნობია სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის სხვა თავმჯდომარეების პოზიცია.

გთავაზობთ წერილის ტექსტს:

“როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა მისი დასკვნა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრობაზე, რომელმაც დაადასტურა სამეულის ევროპული პერსპექტივა და მხარი დაუჭირა მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უფლებას.

ამასთან, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან ნაბიჯები იდგმება მთელი რიგი მიმართულებებით, იმ დროს, როცა საქართველოს შემთხვევაში კომისიამ გასცა რეკომენდაცია მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც რიგი პრიორიტეტებისა შესრულდება.

ევროკომისიის რეკომენდაციები არის “საგზაო რუკა“ თანმიმდევრული პოლიტიკური რეფორმებისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის დიფერენცირებული წინასწარი  პირობების მიცემა შლის ტრიოს და წარმოადგენს გადახვევას ევროპის თანმიმდევრული ფორმატიდან, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას.

ევროპული კომისიის დასკვნაში საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით მოყვანილია ძირითადი საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას ითხოვს, რეკომენდაციები კი ადგენს რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.

ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველომ – ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა და ევროპული ტრანსფორმაციის ნათელმა მაგალითმა, თანდათანობით დაკარგა  სამეულში მოწინავე აქტორის რეპუტაცია.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო რჩება ყველაზე პროევროპულ ქვეყნად რეგიონში. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სახალხო მხარდაჭერამ, რაც ამჟამად 83%–ს შეადგენს, სტაბილურად რჩებოდა ნებისმიერი პარტიის, ლიდერის, უწყების თუ პოლიტიკური პროგრამის მხარდაჭერაზე მაღალ ნიშნულზე, რადგან ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს იმის რწმენა, რომ ისინი ევროპელები არიან მათი იდენტობით და მათი ქვეყნის ბედისწერას ევროპის ერთა ოჯახთან შეერთებაში ხედავენ.

რაც მთავარია, ეს არჩევანი ქართულმა საზოგადოებამ  არაერთხელ დაადასტურა, მიუხედავად რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციისა, რუსული არმიის მერ ჩადენილი სისასტიკეებისა ამჟამად ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც წინ უძღვოდა ბუჩას და ირპენის საშინელებებს. მიუხედავად რუსეთის მაღალინტენსიური ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს 2008 წლიდან, მან ვერ შეძლო ამის შეცვლა.

ახლა, როცა ევროკავშირმა რეფორმების საგზაო რუკა შეიმუშავა პრობლემების გადასაჭრელად, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის კონსოლიდაცია რეფორმების პროგრამის გარშემო ერთადერთი და გადამწყვეტი მამოძრავებელი ძალაა ცვლილებებისთვის. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესი საქართველოში  უკეთ იქნება მხარდაჭერილი ევროკავშირის თანაბარი მიდგომის შემთხვევაში ასოცირებული ტრიოს ყველა ქვეყნის მიმართ.

მართალია, მთლიანად ვეთანხმებით ევროკომისიის რეკომენდაციებს და მათ აუცილებლად ვთვლით საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შეუქცევადობისთვის, ამ ყველაზე კრიტიკულ ისტორიულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ამ განსაკუთრებით რთულ რეალობაში ტრიოს ფორმატის დაშლამ შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

ამიტომაც , გვინდა გთხოვოთ თქვენი ფასეული მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში ევროკავშირის საბჭოს 23–24 ივნისის სხდომებზე.“– ნათქვამია წერილში.

ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია – გუტერეში

"ჩვენ ყველამ ვნახეთ ხერსონის ოლქის ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და...

უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300 ცხოველი ემსხვერპლა

რუსების მიერ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა. ინფორმაციას...

მათი პოზიციაა, ქვეყანამ უარი თქვას დასავლეთზე – ფრიდი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

"არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად...

რუსეთმა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი ააფეთქა – ზელენსკი კახოვკაზე

"სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი...

გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებით კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასთან

მისი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება შეიძლება გაიგივდეს 5-10 კილოტონიანი...

ცნობილია რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა...

კრემლი კახოვკაზე თავდასხმას უარყოფს და მომხდარს “უკრაინული მხარის დაგეგმილ დივერსიას” უწოდებს

კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას '"უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი დივერსია" უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ...

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გაგრილებისთვის საჭირო წყლის დონე ეცემა, არსებობს ალტერნატიული რეზერვუარები – IAEA

დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკას კაშხლიდან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რეაქტორების გაგრილება ხდებოდა. ...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...