წულუკიანი: მუდმივად ვიყავით ზეწოლის ქვეშ – არ დააკავოთ ახალაია, მერაბიშვილი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკას ელოდებიან, რადგან 8 წლის განმავლობაში ამის გამოცდილება მიიღეს.

„კრიტიკულ გამოხმაურებებს ველოდით, რადგან სწორედ ამას ვიხსენებდი, რვა წელი მე პირადად ამის მეტი არაფერი მინახავს. დღეს აღარ ვარ მინისტრი და შემიძლია, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავოთ ბაჩო ახალაია, არ დააკავოთ ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, თურმე არ შეიძლება მას მართლმსაჯულებამ კითხვები დაუსვას. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. შესაბამისად, გვაქვს ეს გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს”,– ამბობს წულუკიანი პირველი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა გაერკვევა, რომ ნიკა მელია პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანია.

“არ მგონია, კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია. არ ვფიქრობ, რომ ის ასე შეიძლება ფიქრობდეს. ამას არც კი ვუშვებ, შესაბამისად, გაერკვევა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რაში გარკვევაც ძალიან მარტივია.

სახეზე გვაქვს პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანი, ბრალდებული, რომელმაც გირაო არ გადაიხადა, დაარღვია კანონი და საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია. კანონი და კონსტიტუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისევე, როგორც ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოსთვის და ჩვენ ამას განუხრელად მივყვებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“...

მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის – ზურაბიშვილი მიშელზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ...

საქართველოში COVID-19-ის 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. პირველი...

ევროპის კავშირი მოუწოდებს მხარეებს, მოხდეს სიტუაციის განეიტრალება – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მხარეებმა სიტუაციის დიალოგით...

დიალოგი ერთადერთი გზაა ევროკავშირის დივიდენდების მისაღებად – ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. ისინი ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას...

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი...

ნახეთ რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან

1 მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. დღეიდან იხსნება: საბავშვო და...

ვენეციის არხები წყლის გარეშე–ქალაქში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია

ვენეციის მთავარ პრობლემად როგორც წესი წყალდიდობები ითვლება, თუმცა წელს რეკორდული მიქცევების გამო ცნობილ იტალიურ...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო