ხალხმა სისტემას უთხრა – არა, მაგრამ გვაქვს საკუთარი ნების გაფორმების პრობლემა – ჯაფარიძე

ფოტო: რადიო თავისუფლება

“ხალხმა სისტემას უთხრა – არა, მაგრამ გვაქვს საკუთარი ნების გაფორმების პრობლემა”- ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯფარიძე სოციალურ ქსელში წერს და არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება.

”როგორ ვუყურებ მე:გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამმსხვილ ქალაქებში მოქალაქეების უმრავლესობამ არსებულ სისტემას, ამჟამად მის მმართველ პარტიასა და ლიდერს უთხრა არაცალსახად და ერთმნიშვნელოვნად  ეს მოხდა მიუხედავად შანტაჟისა, დაშინებისა, მოსყიდვისა, ქურდებისა, ეპისკოპოსებისა, სსიპ-ებისა, ააიპ-ებისა და ათასი ნაბიჭვრობისა

ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვინდა ჭაობი, კორუფცია, სტაგნაცია, ვალები, უიმედობა, უპერსპექტივობა, მონობა, ტყუილი, უტიფრობა, უცოდინრობა, ამორალურობა, ღარიბაშვილობა

ეს ნიშნავს რომ არ გვინდა რუსეთი

მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა:

წინ გვიდგას ბოროტი, თავისი არსით საბჭოთა სისტემა, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ჩვენი შვილების მიერ მომავალში (თუ დარჩა აქ რომელიმე) გასასტუმრებელი ვალებით, ინფლაციით და დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით აფინანსებს ხმების ყიდვას და თოფიან ხალხს, რითიც უნარჩუნებს ძალაუფლებას ივანიშვილსა და მის ოცნებას

საპატრიარქოსთვის მიცემული ქონება და ფული, ქურდებისთვის მიცემული პრივილეგიები, ობშიაკის აგროვების უფლება, პირობითების მოხსნა, ვითომ კულტურასა და სპორტში ჩასხმული მილიონები, ვითომ ბიზნესებისთვის მიცემული ტენდერები, ვითომ ეკონომიკის განვითარებაზე გაცემული იაფი სესხები, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გაშვებული ფული, წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები, ბოტების არმია, მილიარდობით ახალი ვალი, ორნიშნა ინფლაცია და ა.შ. და ა.შ. – ეს ყველაფერი არის ჩვენთვის წართმეული საკუთრება, რომელიც ხმარდება ამ ბოროტი სისტემის სიცოცხლის გახანგძლივებას საარჩევნო ხმებით, ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ

ანუ, ერთია მოქალქეების რეალური ნება და მეორეა რა და როგორ იწერება ტაბლოზე

შედეგად გვყავს არალეგიტიმური, უზურპატორი ხელისუფლება

ჩემთვის ამოსავალი არის ეს მოცემულობა

ამ მოცემულობით განვითარებაზე ფიქრი ზღაპარია

ამ მოცემულობით არსად ჩვენ არ მიგვიღებენ

ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია

ჩემი აზრით მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები

მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება მარტო ჩემი, ჩემი პარტიის ან მარტო პარტიების ბრძოლა

თუ გესმის რას ვებრძვით, მაშინ ისიც უნდა გესმოდეს რომ ეს ყველას ბრძოლაა

ყველას მოგვიწევს ამაზე დროის და ენერგიის დახარჯვა “- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღეს პარლამენტის წინ 19:00 საათზე ოპოზიცია აქციას გამართავს.

კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა...

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო...

აშშ–ს თვითმფრინავები, რომლებიც სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს ჰაერშია

აშშ–მ ჰაერში აწია ერთ–ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური თვითმფრინავები  RC-135S “Cobra Bell“, რომელიც სტრატეგიული...

“დაწესდეს შეზღუდვები რუსებისთვის” – საქართველოს მოქალაქეებმა მანიფესტი შექმნეს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსულ რუსეთის მოქალაქებისათვის, საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ და...

ირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, უკრაინა უნდა ეცადოს, რომ მესამე მხარის გავლენის...

“ირანმა უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერა გადაწყვიტა” – პოდოლიაკი

"ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს..წლების განმავლობაში...

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – ერდოღანი ტყვეების გაცვლაზე

ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა - თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას...

მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშეა – გაეროს გაფრთხილება

გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოთა ლიდერებს შეახსენებს, რომ მსოფლიო „დიდი საფრთხის“ წინაშე იმყოფება. პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა ფიზიკური დასწრებით ნიუ-იორკში...

საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ...

Pink Floyd–ის დამუფუძნებელმა უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ პოლონეთში კონცერტი გააუქმა

ჯგუფ Pink Floyd–ის დამფუძნებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტი იმის გამო, რომ მისმა პოზიციამ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით  აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ასოშეითედ...