ხარვეზების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადაიდგა, პირიქით, გაჩნდა ახლები – EU-ს წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, გაჩნდა ახალი ხარვეზები.

“გულითადად მივესალმებით ეუთო/ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც. მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო, თუმცა მან ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა.

პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა. პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია”, – წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან “ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული”.

“მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს. ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რატომ უნდათ რუსებს ჯერ კიდევ ბრძოლა?

რუსი ჯარისკაცის გადმოსახედიდან უკრაინაში ომი კოშმარულად უნდა გამოიყურებოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ომი უკვე...

სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად – სააკაშვილი

იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა "თავისუფლება" არ ემეტება და მხოლოდ "ადეკვატური მკურნალობით" იფარგლება. მეგობრებო, მე...

EU-ის ქვეყნების ელჩებმა დავითაშვილს ოფიციალური დემარშით მიმართეს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. ევროკავშირის ელჩმა პაველ...

ოკუპანტებმა კიევს 11 ისკანდერის რაკეტა ესროლეს, ყველა ჩამოვაგდეთ – ზალუჟნი

ერთ დღეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური...

იმედია, არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა – გაგლოევი რუსეთთან...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ლიდერი  ალან გაგლოევი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, "დესტრუქციული ძალები"...

ევროინტეგრაციას არანაირი კავშირი არ აქვს სააკაშვილთან და გვარამიასთან – კალაძე

"ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და...

თამამი და ძლიერი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – კალიურანდი ზურაბიშვილზე

ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ...

”ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლით –...

„„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ეშმაკური ნაბიჯი, ცხვრის ქურქი გადაიცვა და შერიგების ტონი შეარჩია, ეს გამოწვეულია...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

კეთილდღეობის საიდუმლო: მეცნიერებმა ხასიათის 2 თვისება დაასახელეს, რომლებიც მის არსებობას განაპირობებენ

ახალ კვლევაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს კეთილდღეობის წინაპირობები რათა გაეგოთ, რომელი ადამიანები არიან უფრო მიდრეკილნი მის მიმართ და შესაძლებელია თუ არა ამ გრძნობის საკუთარ თავში განვითარება. კეთილდღეობის...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...