“ხელისუფლებას ვაღიზიანებთ” – “მედგიდი” 24 საათით ფუნქციონირებას წყვეტს

Facebook-ჯგუფის, “მედგიდის” დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯგუფს ტროლები და ბოტები არეპორტებენ, რის გამოც ის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებას შეწყვეტს.

“ჯგუფი “მედგიდი” მორიგი მიზანმიმართული შეტევის სამიზნეა! საქმე მდგომარეობს შემდეგში – “ტროლებისა და ბოტების” შეუჩერებელი Report-ების გამო, იძულებულები ვართ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, “მედგიდის” ფუნქციონირება 24 საათით შევაჩეროთ, რაც ერთგვარი პრევენციაა იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჯგუფი რიგით მესამედ სოციალური სივრცეებიდან გაქრობას/დაბლოკვას.

თუ ვისი სურვილია ამ ყოვლად უანგარო სიკეთის საკეთებლად შექმნილი ჯგუფის მესამედ(!) გაქრობა, ალბათ უკვე ყველასათვის ცხადი ხდება”,– წერს ჯაფარიძე.

მისი განმარტებით, კეთილი საქმე ხელისუფლებას აღიზიანებს და ჯგუფი “იკვეთება ვიღაცების ინტერესებთან”

“თუ ვინმე კიდევ ვერ ხვდება რაშია საქმე, ვეცდები უკეთ განვმარტო. უფრო ნათელი და კარგად აღსაქმელი, რომ გახდეს:

  • ჯგუფი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს და სახელმწიფოსგან ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათი სიცოცხლის გადარჩენაზე, დროებით, თუმცა წყვეტს ფუნქციონირებას!
  • საყურადღებოა, რომ ჩვენი ჯგუფი აერთიანებს 100,000 ადამიანს (ერთ კვირაში)- ამ ეტაპზე მეტწილად პოსტები კოვიდის თემატიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფის წევრებს, ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის კითხვაზე მინიმუმ კონსულტაცია და მაქსიმუმ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება ეწევათ სრულიად უფასოდ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან. რატომ?
  • იმიტომ, რომ ვიკვეთებით ვიღაცების ინტერესებთან, რაც არაერთხელ გამიჟღერებია.
  •  იმიტომ, რომ ხელისუფლებას ვაღიზიანებთ კეთილი საქმის კეთებით.
  • იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ანტივაქსერული კამპანია უფრო ხელშეწყობილია ვიდრე ვაქცინაციის სწორი საინფორმაციო კამპანია.
  • ქვეყანაში სადაც დღეში საშუალოდ 60-80 მდე ადამიანი იღუპება და ხელისუფლებამ ეს ტრაგედია სტატისტიკად აქცია!!

ძალიან ვცდილობდი, რომ ასე მკაფიოდ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით ყველას, თუ ვინმე გაღიზიანდით ჩემი რადიკალური პოზიციით, თუმცა რეალობა ასეთია.

მოგვეცით საშუალება თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ადამიანების გადარჩენაში!
მე, ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ მაქსიმალურად ვეცდები ამ 24 საათის მანძილზე კვლავ თქვენ გვერდით ვიდგე და კვლას “ახლავე”-ს რეჟიმში ვიყო. მომწერეთ და დამირეკეთ, რასაც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარებით”,– წერს ჯაფარიძე.

მგონი, უკრაინაში ბედნიერებიც არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან – კობახიძე

"პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ...

თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს – ირაკლი კობახიძე

"ჩვენი ამოცანაა, ძალიან მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და...

გახარია დუმს, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – ქემოკლიძე

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ცალსახად შემიძლია, გითხრათ. ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს....

სათოფეზე არ შეიძლება სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაკარება – ელისაშვილი

"რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, სათოფეზე. ეს გვითხრა გუშინ...

ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ ამოცანად მაინცდამაინც ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არ გვაქვს – ვაშაძე

"თუ ჩვენ არ გამოვიტანეთ დასკვნები იმ შედეგებიდან ამ ორი ბოლო არჩევნების შედეგად მივიღეთ, ვერ...

ამისთანა კოჭლი იხვი, ფუნქციადაკარგული არცერთი პარლამენტი არ ყოფილა – უგულავა

"ეს მთელი უმრავლესობა არის ერთსახოვანი მასა, რომელსაც ლიმონკა აქვს გახსნილი ხელში და როდის აუფეთქდება,...

სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა – კალაძე 80 მლნ-ზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც დაიწყო რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან, სტოკჰოლმის...

სააკაშვილი მზად არის ხვალინდელი დღისთვის – მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ხვალინდელი დღისთვის მზადაა. "მზად არის ხვალინდელი...

რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის...

რატომ არ ღირს პანიკა კოვიდის ახალი ვარიანტის გამო–ფაქტები “ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიომ გასული კვირის მეორე ნახევარში შეიტყო, შაბათ–კვირას კი ის უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინეს, მიუხედავად საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა ზომებისა,...

ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა

ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დედა გახდა. მას პირველი შვილი– გოგონა ლილე შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად სამშობიაროში გადაღებულ ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. კლინიკა,...