ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია – ხუხაშვილი

პოლიტილოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

მისი თქმით, ამის მიზეზი ხელისუფლების სუსტი ლეგიტიმაციაა.

“რადგან ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, გარდა პოლიტიკური კრიზისისა, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით იქნება ეს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით თუ რეგიონში მიმდინარე სერიოზულ ძვრებთან, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია”, – ამბობს ხუხაშვილი ფორმულას ეთერში.

მისი თქმით, მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა, რაც ხელისუფლებას აშინებს.

“მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. ერთიანობა თუ დაირღვა, ამ შეთხვევაში გინდა შესულან და გინდა – არა, მაინც მოგუდავს ხელისუფლება შესულებსაც და არშესულებსაც. ეს არის ერთადერთი აქტივი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, მუშაობს იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიტანოს ერთიანობაში არეულობა და დაქსაქსოს ძალები”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, თუმცა არჩევნების შედეგები არ აღიაროს და საგამოძიებო კომისია შექმნას.

“მე ვიხრები, რომ კი არ აღიარონ არჩევნები, არამედ დეფაქტო ვითარება იქნას აღიარებული ოპოზიციის მხრიდან და კრიზისი ქუჩიდან გადატანილი იქნას პარლამენტში შემდეგი განვითარებით, რომ შედგეს საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს საბრალდებო დასკვნას. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოაწერს კონტაქტს ხელს, რომ თუ საბრალდებო დასკვნით გაირკვა, რომ არჩევნების მასშტაბი და ხარისხი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, მაშინ ისინი დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ პანდემიის კუთხით ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, ხელისუფლებას კი ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის შესაძლებლობა ექნება.

“გვაქვს ძალიან მძიმე ზამთარი, ამ ზამთარში ქუჩის პროცესები, რისკების ფონზე, პანდემიის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ნეგატივი იქნება ოპოზიციისთვის… კიდევ უფრო გართულდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით სიტუაცია, ეს მათი [ოპოზიციის] მინუსი იქნება, ხელისუფლებას ექნება ხელის გაშვერის საშუალება ყოველთვის, პარლამენტში შესვლით ამ ყველაფერს ეძლევა ისეთი ფორმა, როდესაც ხელისუფლებას ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ ექნება”, – თქვა გია ხუხაშვილმა ფორმულასთან საუბრისას.

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

ბუწაშვილი ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “1....

უგანდამ ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა მიიღო

უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო