ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს – მელია ნიკა გვარამიაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას ენმ–ს ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს.

მელია აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებები დევნიან ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია.

“ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება. შეუძლებელია, ხელისუფლება ამით ფონს გავიდეს”, – აცხადებს მელია ფორმულასთან საუბარში.

ის იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს ადამიანის უფლებების შელახვასა და მათ დევნაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ.

“იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ მიიღებენ იმდაგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სადაც რეჟიმი დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სწორი პოზიცია ექნებათ. უნდა დაინახონ ნათლად, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც ხედავ, რომ დევნიან ოპოზიციურად განწყობილ ყველა ადამიანს, როდესაც ოლიგარქატი ყვავის, როდესაც არჩევნები არ ტარდება, როდესაც თავისუფალი მედია იდევნება და ამ ყველაფერზე სწორი პოზიცია არ გაქვს, შესაბამისად, დასავლური ღირებულებების დაცვაში არ ეხმარები ქართველ ხალხს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მაპატიეთ და მაკდონალდსი იაროსლავშიც არის. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის ელჩი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ შავზე თეთრს არ იტყვის”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია 7 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მთავრობა მის დაკავებას მოლაპარაკებებზე“სავაჭროდ” გამოიყენებს, თუმცა არაფრის დათმობას არ აპირებს.

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. "რუსთაველის თეატრი...

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიყვანო, კონსტიტუცია მაქვს შესაცვლელი – ხვიჩია

პარტია "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს რომ მან პარლამენტში უნდა შეიყვანოს ოპოზიცია რადგან...

მერია დამატებით 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია...

მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან – თალაკვაძე

"მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან "- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის...

გადაცდომის და კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის...

ეპარქია იმსჯელებს და დააკისრებს პასუხისმგებლობას – მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზზე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის...

დღეს საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი...

ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა....

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო