ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მე-3 ტალღას ვერ გაუძლებს! – კლინიკების ასოციაცია მთავრობას

კლინიკების ასოციაცია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს. ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, ასევე, გაიშალოს საველე ჰოსპიტალები.

„პრობლემის არსი:

ა) საქართველოს ჯანდაცვის სისტემა (პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კლინიკური სექტორი) პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს!

ბ) პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი!

სამოქმედო ღონისძიებები:

1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება ,,კარდაკარის” პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები;

2) ვირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი გახდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა.

3) მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან;

4) აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ;

5) საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი სალფეთქით ან დამუშავდეს მაღალპროცენტული (96%-ნი სწრაფად აქროლადი) ეთილის (სამედიცინო) სპირტით,“ – ნათქვამია კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.

მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს – მელია მერაბიშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემაში პოლიტმეტრი ჟურნალისტის კითხვაზე, დაწერა თუ არა საპარლამენტო არჩევნებისას...

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე...

ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

"ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის "-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა,...

ევროსაბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დაიკავონ პარლამენტში მოპოვებული ადგილები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას...

ზღაპარია, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე

"ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს" - "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს,...

“ეს მავნებლები გავისტუმროთ” – პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. კითხვაზე, "არის თუ არა შანსი,...

მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი – ბაჩალიაშვილის ბოლო შეტყობინება მეგობარს

"მე თუ რამე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე... წავშლი შენ სმს-ესებს არ...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო