ჯანმოს ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ და კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებას იწყებენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების და შეფერხებების  შემდეგ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში ჩავიდნენ. პეკინი უკვე რამდენიმე თვეა აჭიანურებს მათთან ჯანმოს გამომძიებლების ჩასვლას  ვუჰანში პანდემიის დაწყების მიზეზების შესწავლის მიზნით.

ჩინური მედიის ინფორმაციით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ავტობუსებით ვუჰანში გაემგზავრნენ. 15 სპეციალისტს შორის, ეპიდემიოლოგიის და ცხოველთა შემსწავლელი მეცნიერების სპეციალისტებიც არიან. ისინი ჩინეთში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იმუშავებენ.

პეკინის მოთხოვნით, ჯანმოს ექსპერტები პირველ კვირას კარანტინში გაატარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის მიზანია ვირუსის წარმოშობის მიზეზებს მიაკვლიონ, დაადგინონ ის, თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ კოვიდ-19-ის გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის ვუჰანის ბაზრიდან გავრცელდა, სადაც ცხოველური საკვები იყიდება.

 

“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

"უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი" - ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა....

ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს "- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი,...

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“-  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას...

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

"ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ"  – ეს განცხადება...

აპირებდა საქართველოს დატოვებას რუსეთის მიმართულებით – შსს კასპში დაკავებულ თავდამსხმელზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით,...

საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო და შეხვიდე პარლამენტში –...

ან უნდა დაარწმუნო საერთაშორისო პარტნიორები რომ მართალი ხარ, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეხვიდე...

საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით – გია ვოლსკი

"საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით"- ამის შესახებ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა...

„განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე“ – კახი კალაძე

განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა,...

სხვა სიახლეები

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ“– გვარამიას მუსულმანებისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ

ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო