ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად 55 წლის სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა, რომელიც  ცოტა ხნის წინ, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო.

პროფესიით იურისტი, შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ჰარვარდის და შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში.

ახლა მთელი ყურადღება დემოკრატთა ეროვნული ყრილობის მიმართ არის მიპყრობილი. ღონისძიება 17-დან 20 აგვისტომდე ვირტუალურად გაიმართება და მასზე პარტიიდან პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციას ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უკვე ოფიციალურად მიიღებენ.

დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას 30 წელზე მეტი ხანი გეგმავდა. ის გამოკითხვებში რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსწრებს და მისი უმაღლეს ოფისში არჩევის შანსი დღეისთვის მაღალია. თუმცა, ხანდაზმულობის გამო, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელს, უკვე უწევს საუბარი ოფისის დატოვებაზე.

ბაიდენი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადაზე კენჭს აღარ იყრის, თუ მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა შეირყა. ის თავს „გარდამავალ კანდიდატსაც“ კი უწოდებს და ამბობს, რომ თუ არჩევნები მოიგო, ძველი თაობის ლიდერებს და ახალგაზრდებს შორის, ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პოსტზე არჩევის მომენტში, ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი იქნება.

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა – პროფკავშირები

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაშავდა და გარდაიცვალა  - აღნიშნულ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა...

ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა – ირაკლი ფავლენიშვილი

"ივანიშვილის სახლთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა"- აღნიშნულ ინფორმაციას, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს....

დაპირისპირება ივანიშვილის სახლთან – პოლიცია სააკაშვილის სტიკერებს ხევს [LIVE]

ხმაური ბიძინა ივანიშვილის სახლთან - მოძრაობა ''მიშას თავისუფლებისთვის'' ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით...

როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადეკვატური იქნება – ნიკა მელია

" როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური იქნება"- ამის...

ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე – ნიკა მელია ელჩებთან შეხვედრაზე

"ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე "- შეხვედრა სასტუმრო Rooms-ში უკვე 1 საათია...

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება - ამის შესახებ ცესკო-ს...

ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

პარტია ''ხალხისთვის'' ლიდერმა ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია გააჟღერა და...

დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის ბავშვი გადმოვარდა

ცოტა ხნის წინ თბილისში, დიდ დიღომში, კორპუსის მე-5 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...