აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან.

“ჭორები ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ახლა არის დრო, როდესაც არ არის საჭირო ამ ფორმატის გაყინვა”,– განუცხადა კარასინმა რუსულ სახელისუფლებო მედიას.

მისივე თქმით, ჯერ არ არის შეთანხმებული შეხვედრის თარიღი, თუმცა მოელის, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ იმუშავებენ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე.