აბიტურიენტები, რომლებსაც COVID19 დაუდასტურდებათ, გამოცდების ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ

2021 წლის, ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ  შეძლებენ. აღნიშნული განცხადება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გააკეთა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევაში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით შეეძლებათ.

“მიუხედავად არსებული სიტუაციისა, საგამოცდო პერიოდში დადასტურებული კოვიდის შემთხვევაში, არცერთი გამოსაცდელი პირი არ დარჩება საგამოცდო პროცესის მიღმა. დაგეგმილია დამატებითი საგამოცდო სესიების ჩატარება და შესაბამისად, ყველა საგანში ჩატარდება დამატებითი გამოცდა იმ პირებისთვის, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი საგამოცდო პერიოდში. ეს პერიოდი განისაზღვრება 14 დღით. არაუადრეს 14 დღისა, ეს პირები დაშვებული იქნებიან გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით შესაბამის საგამოცდო ცენტრებში და მათთვის საგანგებოდ იქნება ცხრილი შედგენილი”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრი წელსაც, მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა 37°С და მეტი აღენიშნებათ, თუმცა არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი.