ადეიშვილის და მერაბიშვილის კადრები ვნახე შიგნით – მეუფე იაკობი გახარიას გუნდზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბობს, რომ გახარიას გუნდში ადეიშვილის, კეზარაშვილისა და მერაბიშვილის კადრები ნახა, ამიტომ, მისთვის გაუგებარია, რატომ უწოდებენ გახარიას ივანიშვილის პროექტს.

“მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგაიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და გააკეთა თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს ამას რას აკეთებთო. ყველაფერი გააკეთა რომ ესკალაცია მომხდარიყო. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოუვიდა როგორც მე ვიცი.

რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და ადეიშვილის კადრები ვნახე შიგნით, ადეიშვილის მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის. ანუ ნაცმოძრაობის რაღაც ნაწილი იყო იქ”,– თქვა მეუფე იაკობმა.