ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ხვალ დაესწრება სასამართლო პროცესს, თუ ამის უფლება მისცემენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაია განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრებზე უფლებას მისცემენ, ის  “მოიკრებს მაქსიმალურ ძალ-ღონეს და ხვალ “პიჯაკების საქმესთან” დაკავშირებით ჩანიშნულ პროცესს დაესწრება”.

“ხვალ არის “პიჯაკების საქმე” ჩანიშნული 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პარასკევს გაიგზავნა.

შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე”,- ამბობს ბასილაია.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია.