ნახევარ წელიწადზე მეტი მათ არამარტო უმრავლესობას, არამედ ქართულ საზოგადოებას გაატარებინეს იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით, ასე ვთქვათ, მათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა – როდესაც მიიღება კანონიერი გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ სჩადიოდა დანაშაულებს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისათვის, რომ შეწყვეტოდან მანდატები”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 3 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე.