“აეროპორტთან დაკავებული გელა ხასაია და გიორგი ახობაძე თავისუფლები არიან”- გირჩი-მეტი თავისუფლება

“გირჩი მეტი თავისუფლება” აცხადებს, რომ დღეს, თბილისის აეროპორტთან, დაკავებლი გელა ხასაია და გიორგი ახობაძე თავისუფლები არიან.

”დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავებული ჩვენი სოციალური მედია მენეჯერი – გელა ხასაია და ასევე ჩვენი წევრი – გიორგი ახობაძე თავისუფლები არიან!

გელა ხასაიას სასამართლო პროცესი გადაიდო 25 მაისამდე.
გიორგი ახობაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი არ ჰქონია, მანამდე გამოუშვეს.

20:00 საათზე პარლამენტთან!, – წერს გირჩი – მეტი თავისუფლება.