ავარია ტრაპიზონთან – დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხუთი დაშავდა

აჭარის მთავრობის განცხადებით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

თურქული მედიის ცნობით, ქართული ნომრით მოძრავი მინივენის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, შემდეგ კლდეს შეეჯახა და ამოტრიალდა.